თურქული სერიალების მოყვარულებისთვის ჰილალ ალტინბილეკი საკმაოდ ცნობილი მსახიობია. მას თურქ ანჯელინა ჯოლისაც უწოდებენ და ვარსკვლავია სერიალისა "ერთხელ ჩუქუროვაში". 30 წლის ჰილალი თურქეთის ქალაქ იზმირშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით ხორვატიიდანაა. ბავშვობიდან აინტერესებდა მსახიობობა და სცენაზე თამაში. ჯერ კიდევ სკოლის თეატრში თამაშობდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ სამსახიობო განათლება მიიღო და მოდელობის პარალელურად, მსახიობობას შეუდგა. თავიდანვე სერიალებში დაიწყო თამაში. უცხო გარეგნობის გამო მალევე გახდა პოპულარული და ახალ თურქ ვარსკვლავებს შორის მოიხსენიებენ.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, საკმაოდ ბევრი ჭორი ვრცელდება მის შესახებ. თუმცა დადასტურებულია, რომ გარკვეულ ხანს თავისზე ბევრად უფროს მსახიობთან ჰქონდა რომანი - ასევე სერიალ "ერთხელ ჩუქუროვაში" ვარსკვლავთან, 58 წლის ქერემ ალიშიქთან. თუმცა მსახიობი ამ ხმებს უარყოფს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი სუპერმოდელის ადრიანა ლიმას ყოფილ ბოიფრენდთან დააფიქსირეს, მეტინ ჰარასთან. სავარაუდოდ, წყვილი ახლაც ერთადაა.