რომელ ასაკში რა სიმაღლის და წონის უნდა იყოს ბავშვი (+ინფოგრაფიკა)
რომელ ასაკში რა სიმაღლის და წონის უნდა იყოს ბავშვი (+ინფოგრაფიკა)
ბავშვის სიმაღლე და წონა მისი ფიზიკური განვითარების მთავარი მაჩვენებელია, სწორედ ამიტომ, ბავშვის გაჩენის შემდეგ აუცილებელია მისი სხეულის წონისა და სიგრძის შემოწმება თვეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, მაგალითად:

  • გენეტიკა − ჩვეულებრივ, შვილების სიმაღლე მშობლების სიმაღლეს ემთხვევა);
  • კვება − არავისთვისაა უცხო, რომ საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით ბავშვის ზრდა-განვითარება შენელდება;
  • ჯანმრთელობა − ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები ხშირად ჩამორჩებიან თანატოლებს ფიზიკურ განვითარებაში;
  • ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახში, სკოლაში, უძილობა და ა.შ.

როგორ გავიგოთ, რა არის ნორმა?

არსებობს მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სპეციალური ცხრილები, სადაც მოცემულია წონისა და სიმაღლის ნორმები, ბავშვის სქესის და ასაკის მიხედვით. ყოველი შემოწმების დროს პედიატრი ზომავს ბავშვის სიმაღლეს და წონას და ადარებს მიღებულ მაჩვენებლებს სტანდარტულ ინდიკატორს. ასეთი ცხრილები საშუალებას იძლევა, დროულად გამოავლინოთ დარღვევები და პათოლოგიები.

წონის და სიმაღლის ცხრილი 1-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებისა და ბიჭებისთვის

mshoblebi

როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას?

ბევრი მშობელი აკვირდება ბავშვის ზრდის პროცესს ადრეული ასაკიდან. ბავშვები იბადებიან დაახლოებით 48-54 სმ. სიმაღლით, სიცოცხლის პირველ წელს კი 75 სმ-მდე იზრდებიან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის ზრდას სქესობრივი მომწიფების პერიოდში (10-დან 13 წლამდე). სწორედ ამ პერიოდში ხდება დიდი ნახტომი ზრდაში. საერთო ჯამში, მოზარდი 20 წლამდე
იზრდება სიმაღლეში.

ბავშვების ძვლები იზრდება მათ ბოლოებში არსებული ხრტილოვანი ფირფიტების ხარჯზე. როდესაც ბავშვი იზრდება, ხრტილოვანი უჯრედები იყოფა და წარმოიქმნება ახლები. ხრტილოვანი უჯრედები არის ძვლების მთავარი "სამშენებლო მასალის წყარო".

ბავშვის სიმაღლეში ზრდის ხელშესაწყობად ძალიან ეფექტურია ფიზიკური ვარჯიშები: გაწელვა, შვედური კედელი, კიბე, რგოლები, ორძელი და სხვა საშუალებები, რომლებზეც ხელებით ჩამოკიდება არის შესაძლებელი.

ვარჯიშზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი კვება და ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც კალციუმსა და D ვიტამინს შეიცავს. ასეთი პროდუქტებია ხაჭო და იოგურტი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად უყვართ ბავშვებს, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი. ყურადღებით გაეცანით პროდუქტის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას და წაიკითხეთ შემადგენლობა. ყურადღება მიაქციეთ ნატურალურ ინგრედიენტებს და შაქრის მცირე რაოდენობით შემცველობას. ნატურალური იოგურტი არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურ დანამატებს და სხვა მავნე კომპონენტებს.

კომპანია "დანონის" ბრენდი "რასტიშკა" აწარმოებს 100% ით ნატურალურ რძემჟავა პროდუქციას, რომელიც 100%-ით ნატურალურ ხილს, კალციუმსა და D ვიტამინს შეიცავს, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია. "რასტიშკას" იოგურტი და ხაჭო შეგიძლიათ თამამად ჩართოთ ბავშვის ყოველდღიურ რაციონში, რადგან ის არ შეიცავს კონსერვანტებს და მოდიფიცირებულ ორგანიზმებს. "დანონის" პროდუქცია დამზადებულია საღი, მაღალი ხარისხის რძისაგან, რომელიც მკაცრად, უმაღლეს დონეზე კონტროლდება კომპანიის მიერ და რეკომენდებულია საქართველოს პედიატრთა ასოციაციის მიერ.
mshoblebi
პროდუქტი 100% ნატურალური შემადგენლობისაა და შეიცავს სასარგებლო რძემჟავა ბაქტერიებს. "რასტიშკა nature" უნიკალური ხაზია ქართულ ბაზარზე, რომელიც დამზადებულია შაქრის გარეშე. პროდუქციის სიტკბოს მხოლოდ ნატურალური ტკბილი ხილი განსაზღვრავს. არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს, სტაბილიზატორებს, კონსერვანტებს და გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს. სწორედ ამის გამო "რასტიშკა" არის ცოცხალი პროდუქტი, რომელსაც, მსგავსად ყოველი ნატურალური საკვებისა, გამოყენების მოკლე ვადა აქვს.

გემრიელი, სასარგებლო, ნატურალური იოგურტი მოსახერხებელ შეფუთვაში ძალიან პრაქტიკულია სასეირნოდ ან სკოლაში წასაღებად.

გახსოვდეთ, რომ ბავშვის ზრდისთვის აუცილებელია სრულყოფილი, დაბალანსებული კვება საკმარისი რაოდენობის ვიტამინებით და მიკროელემენტებით, ასევე, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა.
59664
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები