წყალტუბოს მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანება ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი წყალტუბოს №2 ბაღის აღსაზრდელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ლურსმანი გადაყლაპა, რის შემდეგაც ბავშვი სამედიცინო დაწესებულებში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„გუშინ გვერდით პალატიდან ინგრეოდა კედლები მისი მშობლების საცოდაობით. ენით აღუწერელი ტრაგედიაა“, - წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი სოციალურ ქელში.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.