გაუპატიურების შედეგად დაბადებულ გოგონას ბიოლოგიურ დედას არ ახვედრებენ - უცნობი ამბები ანჯელინა ჯოლის უფროს ქალიშვილზე
გაუპატიურების შედეგად დაბადებულ გოგონას ბიოლოგიურ დედას არ ახვედრებენ - უცნობი ამბები ანჯელინა ჯოლის უფროს ქალიშვილზე
ზაჰარა ჯოლი-პიტი დიდი ხნის განმავლობაში ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე მოწყენილ და ჩაკეტილ წევრად რჩებოდა. თუმცა, სწორედ მან, სხვა დებისა და ძმებისგან განსხვავებით, ასაკთან ერთად, განვითარება დაიწყო...

2017 წლის 17 იანვარს ეთიოპიელმა ქალმა მანტევაბ დავით სებისომ ანჯელინა ჯოლს საჯაროდ მიმართა: "გთხოვთ, იქნებ ჩემს ქალიშვილთან დალაპარაკების უფლება მომცეთ", - ეს სიტყვები ეკუთვნის მარტოხელა, გაღატაკებულ ქალს, რომელიც ეთიოპიაში ქოხში ცხოვრობს და არც წყალი აქვს და არც სინათლე. მიმართვა მსოფლიო პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა.
mshoblebi
ანჯელინა ჯოლი ვივიენთან, ნოქსთან და ზაჰარასთან ერთად, 2017 წელი

ამის შემდეგ ანჯელინა ჯოლი სულ ცდილობდა, თავისი
ნაშვილები გოგონა ჭორებისა და სპეკულაციებისგან დაეცვა. მაშინ, 11 წლის ზაჰარა ჯოლი-პიტმა არაფერი იცოდა საკუთარი ნამდვილი მშობლების ურთიერთობის შესახებ. ფაქტი ისაა, რომ მსახიობმა ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობა აუკრძალა. ამბობენ ასევე იმასაც, რომ 2005 წელს ანჯელინამ მანტევაბს ფული გადაუხადა, რომ მისგან გოგონა წამოეყვანა. შემდეგ რამდენიმე წელი 31 წლის ქალი გარდაცვლილად ითვლებოდა.

თუმცა, პრესა არ ჩერდებოდა. "მოპარული ცხოვრება", "მონობა 21-ე საუკუნეში", "ბავშვების ყიდვა" - მსგავსი სათაურებით იწერებოდა სტატიები. მაშინ ბრედი და ანჯელინა ერთად იყვნენ და ცნობილმა წყვილმა გაუძლო მედიის ყველა შეტევას. საზოგადოება მაინც დაბნეული იყო: როგორ გადაიქცა ქველმოქმედი ანჯელინა ჯოლი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარება, უგულო გამტაცებლად? ანჯელინასა და პიტს, რომლებიც იმ დროისათვის განქორწინების საქმით იყვნენ დაკავებულები, მხოლოდ ცოტა ხანს მოუწიათ ცდა, რომ ეს ხმაურიც ჩაწყნარებულიყო.
mshoblebi
ანჯელინა ჯოლი ზაჰარასთან და ბრედ პიტთან ერთად, 2005 წელი

ისტორია კი, ერთი შეხედვით, ასეთია: 18 წლის გოგონა, შორეული ეთიოპიიდან ბებიას სტუმრობდა. მასთან ღამით ვიღაც შეიპარა და გააუპატიურა. შედეგად, დაორსულდა. კარგად ესმოდა, რომ ოჯახში ამას ვერ გაამხელდა, რადგან სიღარიბის გამო მისი ძმებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იყვნენ გაქცეულნი.

მანტევაბი მთელი ცხოვრება ავადმყოფობდა და ძალიან გამხდარი იყო. ორსულობა კიდევ უფრო დაანგრევდა მის სისუსტესა და შერყეულ ჯანმრთელობას. მით უმეტეს, ბავშვი, რომელიც მის ძალიან გამხდარ მუცელში იყო, სასტიკი გაუპატიურების ნაყოფი იყო. არც ქმარი ჰყავდა, არც ფული ჰქონდა, დახმარებას არსაიდან ელოდა. დაბნეულ გოგონას ეშინოდა, რომ როგორც კი მშობლები მის ორსულობას გაიგებდნენ, აუცილებლად გააგდებდნენ სახლიდან. ამიტომაც, სწრაფად შეაგროვა საკუთარი ნივთები და მეზობელ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად.
ზაჰარა მაშინ დაიბადა, როცა დედამისი ფიზიკური და ნერვული განლევის პირას იყო. ძალიან რთული მშობიარობა ჰქონდა, თუცა 11 წლის შემდეგ მანტევაბი აღიარებს, რომ არა წარმოუდგენელი სიღარიბე და გაუსაძლისი პირობები, არასდროს მიატოვებდა ერთადერთ ქალიშვილს.
"გოგონას ვერ მივხედე. დედაჩემმა და ბიძაჩემმა შემომთავაზეს, რომ გამეშვილებინა. იმდენად სუსტად ვიყავი, დავთანხმდი. ერთი შანსი რომ მქონდეს, ამას არ გავაკეთებდი." - თქვა მან DailyMail-თან ინტერვიუს დროს. ასე რომ, ექვსი თვის გოგონა ბავშვთა სახლში წაიყვანეს.
როდესაც ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან ერთად 2005 წელს ეთიოპიაში საქველმოქმედო მისიით ჩავიდა, მომავალი შვილი ბავშვთა სახლიდან ათობით მშიერ ბავშვს შორის აარჩია. გოგონამ წყვილის ყურადღება დიდი თვალებით, მშვიდი გამომეტყველებითა და ხასიათით მიიპყრო. ვიდრე სხვა ბავშვები ყვიროდნენ, ის მშვიდად იჯდა და ირგვლივ იხედებოდა.
mshoblebi
პიტმა და ჯოლმა გადაწყვიტეს, რომ ის თავიანთ ოჯახში წაეყვანათ. ბავშვთა სახლის თანამშრომლები არ ურჩევდნენ, რადგან გოგონას ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდა და აივ-ინფიცირებული იყო. თუმცა, არ შეუშინდნენ გამოწვევას, შეაგროვეს ყველა საჭირო დოკუმენტი და ლოს-ანჯელესში მშობლების სტატუსით დაბრუნდნენ. ამერიკაში კი შიდსზე ანალიზი უარყოფითი აღმოჩნდა...
საიდან გავრცელდა ზაჰარას მძიმე ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია. შეიძლება ეს მისმა ახლობლებმა მოიგონეს, რომ მისი ბავშვთა სახლში დატოვების საკითხი გაემართლებინათ. ან იქნებ თავად ოჯახმა შექმნა ლეგენდა, რომ ჯოლისა და პიტს ბავშვი განსხვავებულ სამყაროში წაეყვანათ საცხოვრებლად.
mshoblebi
ანჯელინა ჯოლი ზაჰარასთან და მედოქსთან ერთად, 2007 წელი

როგორც არ უნდა იყოს, ზაჰარამ სულ სხვა ცხოვრება დაიწყო. პატარა ეთიოპიელი გოგონა გაფართოებული თვალებით უყურებდა თეთრკანიანებს, როდესაც საყიდლებზე ან კაფეში მიჰყავდათ. 2000-იან წლებში ღარიბი ქვეყნებიდან ბავშვების შვილება და მათზე ზრუნვა კარგი ტენდენცია გახდა, თუმცა ფაქტებს უამრავი ჭორი ახლდა ხოლმე თან.
"რატომ არ ჰყავთ მათ საკუთარი შვილი? როგორი ლამაზი წყვილია და რატომ გადაწყვიტეს ბავშვების აყვანა..." - დროდადრო პრესაში მსგავსი მოსაზრებები ვრცელდებოდა. იმ დროისათვის ანჯელინა და ბრედი უკვე ოთხი წლის მედოქსს ზრდიდნენ, რომელიც 2002 წელს ლტოლვილთა ბანაკიდან წამოიყვანეს. მითქმა-მოთქმა ცოტახნით შეწყდა მას შემდეგ, რაც შაილო გაჩნდა - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ნამდვილი შვილი. მისი პირველი ფოტოები რეკორდულ ფასად, 10 მილიონ დოლარად გაიყიდა და დღემდე მის ირგვლივ ინტერესი არ წყდება.
mshoblebi
მსოფლიოს პრესა შაილოზე იყო გადართული და ეთიოპიელი ზაჰარა აღარავის აინტერესებდა. თუმცა, 2007 წელს ცნობილი გახდა, რომ მისი ბიოლოგიური დედა ცოცხალი იყო. იქამდე ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა იცოდნენ, რომ ქალი შიდსით იყო გარდაცვლილი...
ლებისომ ეთიოპიის ხელისუფლება და ბავშვთა სახლის ადმინისტრაცია თაღლითობაში დაადანაშაულა და შვილის უკან დაბრუნებას ითხოვდა. ქალი რომ გაეჩუმებინათ, უდიდესი ფინანსური რესურსი დაიხარჯა.

რა თქმა უნდა, მანტევაბს ორი წლის გოგონასთან აღარავინ მიუშვებდა. შვიდი წლის შემდეგ კი ზაჰარას პირველად ესაუბრნენ თავის ბიოლოგიურ დედაზე. ანონიმური წყაროები ირწმუნებოდნენ, რომ გოგონას ძალიან უნდოდა ნამდვილი დედის გაცნობა, თუმცა პიტსა და ჯოლის ეს აბსურდულად ეჩვენებოდათ.

mshoblebi
ზაჰარას საკუთარი აზრი ჰქონდა ყველაფერზე და არც შეკითხვების დასმას გაურბოდა. პრესის ჭორები ნაკლებად აინტერესებდა და ძალიან მშვიდ და გაწონასწორებულ გოგონად გაიზარდა. მისი საუკეთესო მეგობარი შაილოა. 

ბევრი ცნობილი ვარსკვლავისგან განსხვავებით, ანჯელინა ჯოლი საკუთარი შვილების პირად ცხოვრებას უფრთხილდება და არ ასაჯაროებს. როგორ ცხოვრობენ მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო, ნოქსი და ვივიენი, ბევრი დეტალი საზოგადოებისათვის უცნობია. თუმცა, მედია ხან მათ ჩაცმულობას იხილავს, ხან იმედგაცრუებულია, რომ ასეთი ქარიზმატული ადამიანის შვილები როგორ არ გამოიყურებიან განსაკუთრებულად და გამორჩეულად.
mshoblebi
ნოქსი, ზაჰარა, ვივიენი, შაილო და ანჯელინა ჯოლი რომში, 2019 წელი

16 წლის ზაჰარა ჯოლი-პიტი საკუთარ და-ძმებს შორის მაინც ყველაზე მეტად გამორჩეული და თავშეკავებულია. ერთხელ ანჯელინამ მას ოჯახის ქვაკუთხედი უწოდა. სიმშვიდე, მონა ლიზას ღიმილი და თავშეკავებული მოძრაობა - თითოეული დეტალი მის პიროვნებას განსაზღვრავს და ხაზს უსვამს, როგორია. მისი ბოლო სურათების ქვეშ უამრავი ადამიანი ტოვებს კომენტარს და ამბობენ, როგორ გაიზარდა და შეიცვალა. ახლა ის ძალიან ძლიერად და თავდაჯერებულად გამოიყურება.
mshoblebi
და-ძმებთან ერთობლივი სეირნობის დროს მხოლოდ ის იღიმება. ვიდრე ტყუპი ლონდონის, რომის, ნიუ-იორკის ქუჩებში პირქუში სახით დადის, ზაჰარა დედას ჩანთების ტარებაში ეხმარება და ისე იქცევა, როგორც ზრდასრული.
მედიაში წერენ, რომ სასტიკი გაუპატიურების შედეგად დაბადებული გოგონა უფრო გაწონასწორებული და ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ჯოლისა და პიტის ბიოლოგიური შვილები, რომლებსაც ბავშვობიდან არაფერზე უწევდათ უარის თქმა.
ანჯელინა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, შეეძლო ყველაფერი მიეცა ბავშვებისთვის, მაგრამ რატომღაც ისინი ქრონიკულ დაბნეულობაში არიან, ზაჰარას გარდა.
mshoblebi
მას საკუთარ წარმატებაზე საუბარი არ უყვარს. აბა, რამდენმა იცოდით, რომ ზაჰარა უკვე რამდენიმე წელია, მულტფილმებს ახმოვანებს და საკუთარ ძალებს მსახიობობაშიც სინჯავს? ან კიდევ, იცოდით, რომ ის ახალგაზრდა ვარსკვლავთან მილი-ბობი ბრაუნთან მეგობრობს? გოგონას საკუთარი ანგარიშები სოციალურ ქსელში დახურული აქვს და პოდიუმებისა და სცენის დაპყრობას არ ცდილობს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ცოტა ხნის წინ გოგონამ სამკაულის დიზაინერის როლი მოირგო და გაყიდული სამკაულებიდან შემოსული თანხა, რა თქმა უნდა, საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხა, რომელიც ძალადობაგანცდილ ქალებსა და ბავშვებს ეხმარება. 14 წლის წინ მისი ბიოლოგიური დედა მსგავს ორგანიზაციაში რომ მოხვედრილიყო, მას აღარ მიატოვებდა.
mshoblebi
ახლა ზაჰარა უარს ამბობს ბიოლოგიურ დედასთან კომუნიკაციაზე, მხოლოდ ერთხელ სთხოვა მშობლებს, მისი ნახვის უფლება მიეცათ, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო. გოგონა კარგად სწავლობს და უკვე ფინანსურადაც დამოუკიდებელია. სულ ცდილობს, დაეხმაროს ახლობლებს, დედას, საკუთარ და-ძმას. წერენ, რომ მსოფლიოში აუცილებლად გაიგებენ ზაჰარას შესახებ, მათ შორის ეთიოპიის იმ ძალიან ღარიბ და მიტოვებულ სოფელში, სადაც დაიბადა.
28514
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები