"თინეიჯერობისას ისეთი კეთილი ბავშვი ვიყავი, გარშემო ყველა მიყვარდა და ვცდილობდი, ყველა ადამიანში კარგი მეპოვა... ახლა..." - ქეთა თოფურიას ვიდეოაღიარება
რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია სოციალურ ქსელში იხსენებს იმ თვისებას, რომელიც თინეიჯერობის ასაკში ჰქონდა და ახლა არ აქვს, არადა, საჭიროა და სხვებსაც ურჩევს:

"ახლა ვფიქრობდი, თინეიჯერობისას ისეთი კეთილი ბავშვი ვიყავი, ყველა მიყვარდა, ყველა ადამიანი გარშემო და ყველაში ვცდილობდი, კარგი მეპოვა... ახლა რაღაც მომენტში დავაფიქსირე, რომ მხოლოდ ის ადამიანები მიყვარს, ვინც ჩემი გარემოცვაა - ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები... მათზე ვგიჟდები, მათ გამო ყველაფერს გავაკეთებ. ხოლო ვინც ამ წრის გარეთ არის, ისინი არ მიყვარს... და მივხვდი, რომ ამაზე უნდა ვიმუშაო. ასე უფრო
იოლი იქნება ცხოვრება... ვიღაც არ დამეთანხმება, რომ ალბათ მეტი იმედგაცრუება იქნება და სულაც არ გაიოლდება ამით ცხოვრება... მაგრამ მაინც უნდა ვისწავლოთ რაღაცნაირად ისე სიყვარული, რომ უკან არ ველოდოთ სამაგიეროს. უბრალოდ გვიყვარდეს და მორჩა... ეს ალბათ ძაან რთულია. მაგრამ ვეცდები..."
4347
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
badri
2
ერთი ქეთა და მეორე თიკა ფაცაცია, ვინც დადებით ემოციებს ქმნიან ეკრანიდან
16:20 / 20-11-2021
ნინია
5
ძალიან მომწონს ქეთა, ძალიან გულახდილი და უბოროტო გოგოა, არ არის დაბოღმილი და ძაკიან ხალისიანია. ზაზა, შენ კი რა ცოდო ხარ, რამე კარგი შეგემატა ამ გოგოს გინებით? რატო გვალანძღინებ შენს თავს, დაეგდე რა შენთვის
22:51 / 19-11-2021
მსგავსი სიახლეები