50%-მდე ფასდაკლებები, აქციები და საჩუქრები – 20 ნოემბერს ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა იხსნება
50%-მდე ფასდაკლებები, აქციები და საჩუქრები – 20 ნოემბერს ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა იხსნება


კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი – ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა ხვალ, 20 ნოემბერს 12:00 საათზე გრანდიოზული ცერემონიალით გაიხსნება. ამ დღესთან დაკავშირებით მის სტუმრებს 50%-მდე ფასდაკლებები, აქციები და საჩუქრები დახვდებათ. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო ცენტრს ხვალ ხელცარიელი არავინ დატოვებს.

რა დაგხვდებათ თბილისის ზღვის პლაზას ტექნიკის მაღაზიებში?


mshoblebi

სავაჭრო ცენტრის ალტას ამ ფილიალში ყველა კატეგორიის და მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ოფიციალური ტექნიკა დაგხვდებათ. გარდა ამისა, ის არის ალტას პირველი მაღაზია, რომელსაც აუთლეტ სივრცეც აქვს. ეს ნიშნავს, რომ პროდუქციას მხოლოდ მცირედი დაზიანებით გაცილებით დაბალ
ფასად შეიძენთ. გახსნის დღეს აქ ყველა კატეგორიის ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასდაკლებები და აქციები იმოქმედებს.
mshoblebi

განსხვავებული ფორმატის იქნება თბილისის ზღვის პლაზას ზუმერიც. სხვა ფილიალებისგან განსხვავებით, მასში სახლის ჭკვიანი მოწყობილობების სპეციალურ სივრცესაც იპოვით. აქ დაგხვდებათ გეიმინგ აქსესუარების დიდი ასორტიმენტიც, და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი გახსნის დღეს სპეციალურ ფასად.
mshoblebi


ბეკოში 20%-იანი ფასდაკლება გავრცელდება თეთრი ტექნიკის სრულ ასორტიმენტზე, ტელევიზორებს კი 10%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ. ამასთან ერთად, კონკრეტული მოდელების ყიდვისას საჩუქრად მტვერსასრუტს, უთოს, ყავის მადუღარასა და სხვა ნივთებს მიიღებთ. თუკი, ბეკოს თბილისის ზღვის პლაზის ამ ფილიალში 2000 ლარზე მეტი ღირებულების ჩასაშენებელ ტექნიკასაც შეიძენთ, ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბეკო მომხმარებლებს 4-წლიან გარანტიას სთავაზობს.

რა დაგხვდებათ ავეჯის მაღაზიებსა და
მიჰაუსში?

mshoblebi


თუკი ქართული წარმოებისა და მაღალი ხარისხის ავეჯის შეძენა გსურთ თბილისის ზღვის პლაზაში ემბავუდის მაღაზიას უნდა ესტუმროთ. გახსნასთან დაკავშირებით, სრულ კოლექციაზე და მხოლოდ ამ ფილიალში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ფასდაკლებები დაგხვდებათ გამორჩეული და ორიგინალური დიზაინის მქონე ავეჯის მაღაზია ვიბრანტშიც. 20-50%-იან ფასდაკლებას ის თბილისის ზღვის პლაზის სტუმრებს 30 ნოემბრის ჩათვლით შესთავაზებს.

mshoblebi

თბილისის ზღვის პლაზის გახსნასთან დაკავშირებით სტუმრების განებივრებას გეგმავს სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი მიჰაუსიც. „ჩვენს ყველა სექციაში მომხმარებლებს ტოპ პროდუქტები დახვდებათ, რომლის შეძენასაც მომხმარებლები დაუჯერებლად დაბალ ფასად შეძლებენ. ასევე, ხვალ თბილისის ზღვის პლაზაში მოსულ სტუმრებს ვუმზადებთ ბევრს სიურპრიზს და ვგეგმავთ, მათ გავაცნოთ ბევრი სიახლეც“, – ამბობს მიჰაუსის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ნოდო ჯავახიშვილი.

დაფიქრდი, იქნებ სიახლეების დროა

ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზა არა მხოლოდ ყველაზე დიდი მოლია კავკასიის რეგიონში, არამედ მას საფუძვლად განსხვავებული კონცეფცია უდევს. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა კატეგორიისა და მასშტაბის მაღაზიასა და ობიექტს. აქ ყველაფერია სახლისთვის – ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები, სილამაზის სალონები და ბანკები.

ხვალიდან ჰუალინგის თბილისის ზღვის პლაზაში სტუმრობას ყოველ დღე დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე შეძლებთ.

89
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები