ნანუკა გოგიჩაიშვილმა 3 თვის შვილი მონათლა - "გილოცავ, აივი, დღეს გავქრისტიანდით"
ნანუკა გოგიჩაიშვილმა 3 თვის შვილი მონათლა - "გილოცავ, აივი, დღეს გავქრისტიანდით"
მას შემდეგ, რაც ნანუკა გოგიჩაიშვილმა და ნიკა ნაყოფიამ იქროწინეს, მათი ცხოვრება საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა. გულშემატკვირები აქტიურად ადევნებენ თვალს ნანუკას მოგზაურობას ამერიკაში, სადაც ორსულობის ბოლო თვეები გაატარა. მოდელი ულამაზეს ფოტოებს ავრცელებდა სოციალურ ქსელში, რომელსაც სავარაუდოდ მეუღლე უღებდა.

3 თვის წინ, მათ ცხოვრებაში პატარა გოგონა გაჩნა, რომელსაც აივი დაარქვეს. ნანუკამ ამერიკაში იმშობიარა, პირველი თვეც იქ გაატარა და შემდეგ პატარასთან ერთად წყვილი საქართველოში დაბრუნდა.

აივის დედა ბუნებრივად კვებავს და ამ საკითხის პროპაგანდაშიც აქტიურადაა ჩართული.

როგორც ირკვევა, ნანუკამ და ნიკამ შვილი სამი თვის თავზე სვეტიცხოვლის
ტაძარში მონათლეს. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი სოციალურ ქსელში აქტიურია, ხშირად პასუხობს გულშემატკივრების კითხვებს, აივის ნათლობის ამსახველი მხოლოდ ორი, ოჯახური ფოტო გაასაჯაროა. ჯერჯერობით უცნობია ვინ იყვნენ ნათლიები, თუმცა მშობლებისთვის ეს დღე რომ მნიშვნელოვნად თარიღად იქცა, ამას ნანუკას სტატუსიც მოწმობს:
mshoblebi
"ამბობენ, როცა სურათში ფერადი წრე ან ლაქა ჩანს, ამ დროს შენი ანგელოზია სიახლოვეს და ფოტოზე აისახება, მჯერა, რომ ეს სიკეთის, სიმშვიდის ჯანმრთელობის და სიძლიერის წრეა. გილოცავ დე, დღეს 3 თვის გახდი, 3 თვეა, რაც ბუნებრივ კვებაზე ხარ და ყოველი თვის აღნიშვნა კიდევ უფრო მიხარია ამ ერთობის ხაზგასასმელად, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი ნაწილი მოგცე, გილოცავ, აივი, დღეს გავქრისტიანდით".

თეკლა ჟვანია
2098
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ქართველი სალის
0
რაღაც არ ჯდება თქვენი განმარტება რეალობაში. თუ მშობლები ქრისტიანებია და ბავშვი არ არის მონათლული, რა გამოდის ბაშვი ვინ არის: არავინ?, ურჯულო? და ა.შ. საულიერო პირის აზრი როგორი იქნება?
13:52 / 24-11-2021
სალი
2
თუ მონათლული არ არის ქრისტიანი როგორ იქნება? ეს ხომ შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. თუ ქრისტიანად თვლი თავს უნდა მოინათლო, თუარადა არ ხარ მაშინ ქრისტიანი
16:44 / 22-11-2021
მსგავსი სიახლეები