"სოსო მკაცრი მამაა, მაგრამ მეგობრული... დედა უმეტესად თბილისშია" - როგორ ცხოვრობს მოსკოვში, მამასთან ლევან პავლიაშვილი, რომელმაც საქართველო 15 წლის ასაკში დატოვა - მშობლები

"სოსო მკაცრი მამაა, მაგრამ მეგობრული... დედა უმეტესად თბილისშია" - როგორ ცხოვრობს მოსკოვში, მამასთან ლევან პავლიაშვილი, რომელმაც საქართველო 15 წლის ასაკში დატოვა

2021-11-24 09:38:05+04:00

15 წლის იყო ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რო­დე­საც თბი­ლი­სი­დან მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ოჯახ­მა ასე გა­და­წყვი­ტა, რომ ახალ­გაზ­რდას სწავ­ლა რუ­სეთ­ში უნდა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა, სა­დაც ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და მამა, სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი ელო­დე­ბო­და. ლე­ვა­ნი ცნო­ბილ მა­მას მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლად კი არ ჰგავს, მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭიც გა­მოჰ­ყვა. სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის ერ­თა­დერთ ვაჟს, რუ­სე­თის მე­გა­პო­ლის­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა არ გას­ჭირ­ვე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სამ­შობ­ლო მა­ინც ენატ­რე­ბა და წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც სტუმ­რობს საყ­ვა­რელ თბი­ლისს.

მომ­ღე­რა­ლი სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი წლე­ბის წინ ნინო უჩა­ნე­იშ­ვილ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და წყვილს სა­ერ­თო ვაჟი, ლე­ვა­ნი ჰყავთ. 1997 წელს, პავ­ლი­აშ­ვილ­მა 16 წლით უმ­ცრო­სი მო­ცეკ­ვა­ვე - ირი­ნა პატ­ლა­ხი გა­იც­ნო, რო­მელ­ზეც მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქორ­წი­ნა და ორი გო­გო­ნა გა­უჩ­ნდათ.

რო­გო­რია ლე­ვან პავ­ლი­აშ­ვი­ლის მოს­კო­ვუ­რი ცხოვ­რე­ბა, რას ამ­ბობს ცნო­ბილ მა­მა­ზე და დე­და­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, ექ­სკლუ­ზი­უ­რად Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა:

- ლე­ვან, ბავ­შვო­ბით და­ვი­წყოთ, თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დით, რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით ამ პე­რი­ოდს?

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, 15 წლამ­დე მანდ ვცხოვ­რობ­დი. შემ­დეგ მოს­კოვ­ში წა­ვე­დი, მაგ­რამ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მა­ინც ჩა­მოვ­დი­ო­დი, რად­გან უთ­ბი­ლი­სოდ არ შე­მეძ­ლო. სა­დაც არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ჩემი გული, ტვი­ნი, ყო­ველ­თვის თბი­ლის­ში იყო. დედა, ნა­თე­სა­ვე­ბი, ბავ­შვუ­რი მო­გო­ნე­ბე­ბი, წლე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე. ყვე­ლას აქვს ბავ­შვო­ბა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ბავ­შვო­ბა გვქონ­და, ჩვე­ნი პე­რი­ო­დის ხალ­ხს, ეს იყო სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი, პა­ტი­ვის­ცე­მა, რაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი იყო, ყვე­ლა­ფე­რი თბი­ლის­ში იყო. ეს ბავ­შვო­ბა დღემ­დე მაქვს გულ­ში, სა­დაც არ უნდა ვიყო და რამ­დე­ნი ხა­ნიც არ უნდა გა­ვი­დეს, ეს ყო­ველ­თვის ჩემ­ში იქ­ნე­ბა.

- შემ­დეგ იყო მოს­კო­ვი, სა­დაც მა­მამ წა­გიყ­ვა­ნათ და ცხოვ­რე­ბა იქ გა­აგ­რძე­ლეთ, რამ­დე­ნი წლის იყა­ვით და ყვე­ლა­ზე მე­ტად რა გა­გი­ჭირ­დათ

- დიახ, 15 წლის ასა­კი­დან ყვე­ლამ ერ­თად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სწავ­ლა მოს­კოვ­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. 2002 წელს გად­მო­მიყ­ვა­ნეს მოს­კოვ­ში. აქ სუ­ვო­რო­ვის სას­წავ­ლე­ბელ­ში ვის­წავ­ლე. მოს­კოვ­ში ჩა­მოს­ვლი­სას, ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა მქონ­და რომ რუ­სუ­ლი არ ვი­ცო­დი. აქა­უ­რი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით ვის­წავ­ლე, ყვე­ლა­ფე­რი ხომ მა­ინც პრაქ­ტი­კაა.

- ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან გავ­ხართ მა­მას, ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რით და რუ­სეთ­ში ყვე­ლა გიც­ნობთ... რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნეთ სიმ­ღე­რის ნიჭი?

- დიდი მად­ლო­ბა, მი­ხა­რია, ამას რომ მე­უბ­ნე­ბით. დიახ, ვგა­ვარ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან ამას ვერ ვამ­ჩნევ­დი. ახლა რაც გა­ვი­ზარ­დე და ერ­თად რომ ვართ, ვხე­დავ, რომ უფრო და­ვემ­სგავ­სე. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და. დედა მუ­სი­კო­სი მყავს და მამა მომ­ღე­რა­ლი, ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და ეს გე­ნე­ტი­კუ­რად. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე კონ­კურ­სებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. შემ­დეგ კა­რა­ო­კე­შიც ვმღე­რო­დი და მივ­ხვდი, რომ შე­მიძ­ლია სიმ­ღე­რა. თან მე თვი­თონ ძა­ლი­ან მიყ­ვარს სიმ­ღე­რა, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი ვარ, კარ­გად იცით, თბი­ლი­სე­ლებს რა გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს მუ­სი­კი­სა და სიმ­ღე­რა­ში.

- სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი რო­გო­რი მა­მაა?

- ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნია, მომ­თხოვ­ნია და მკაც­რი, როცა სა­ჭი­როა და ასეც უნდა იყოს. სა­ერ­თოდ სოსო მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნია. ვა­მა­ყობ, რომ მისი შვი­ლი ვარ, დიახ, მე­ა­მა­ყე­ბა რომ სოსო მა­მა­ჩე­მია. ჩვენ ყო­ველ­თვის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ბავ­შვო­ბა­შიც ასე იყო და ახ­ლაც ასეა, მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. ისეთ სა­ი­დუმ­ლოს გა­ვუმ­ხელ ხოლ­მე, რომ ჩემ ძმა­კაცს და უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს ვერ ვე­ტყვი. ძა­ლი­ან კარ­გი რჩე­ვე­ბი იცის, კარ­გი და­რი­გე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი მა­მაა სოსო. განაგრძეთ კითხვა