"სიმსივნე დავამარცხეთ, თუმცა ერთი თვის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა..." - 5 წლის გიორგის ოჯახს დახმარება სჭირდება
"სიმსივნე დავამარცხეთ, თუმცა ერთი თვის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა..." - 5 წლის გიორგის ოჯახს დახმარება სჭირდება
5 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, რაც, საბედნიეროდ, დაამარცხა. თუმცა, ახლა ჟანგბადის აპარატი სჭირდება. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დედა, ეთერ ბარამიძე გვიყვება:

"ბავშვს კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ახლა კარგადაა და სიმსივნესთან დაკავშირებით მკურნალობას მორჩა. თუმცა, ერთი თვის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, რამაც გართულებები დაუტოვა და სუნთქვის უკმარისობა აქვს. ამიტომ, ჟანგბადის აპარატი სჭირდება. ახლა 10 დღით საავადმყოფოდან გვაქვს ნაქირავები. ექიმმა გვითხრა, რომ მინიმუმ 1 წელი მაინც დასჭირდება. ჟანგბადის აპარატის ღურებულება, როგორც ვიცით, 2500 ლარია", - ამბობს ბავშვის დედა.

ოჯახს
ჟანგბადის აპარატის შესაძენად ფინანსური რესურსი არ აქვს, ამიტომ, დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

GE15TB7679445061100108 თიბისი მიმღები ემზარი ბარამიძე
GE25BG0000000162579635 მიმღები მარიამ ვაჩეიშვილი

საკონტაქტო ნომერი: 598417413

520
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები