"ქალებს მინდა მივმართო: ძუძუთი საჯაროდ კვება არ ტეხავს!" - მარიამ ნაკანი
"ქალებს მინდა მივმართო: ძუძუთი საჯაროდ კვება არ ტეხავს!" - მარიამ ნაკანი
ფოტოგრაფი მარიამ ნაკანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

"ქალებს მინდა მივმართო ახლა:
1) ძუძუთი კვება ყველაზე ხარისხიანი და გარანტირებული იმუნიტეტია თქვენი შვილებისთვის და საჯაროდ კვება არ ტეხავს!
2) თუ ძუძუთი გამოკვებე შენი შვილები და გაგიფუჭდა მკერდის ფორმა, პლასტიკური ოპერაცია მოსულა! პირიქით, მიეცი შენს თავს ამისი უფლება, თუ ოცნებობ და გიხარია. და არ შეგაშინოს სხვების ქილიკმა, ყოველთვის გამონახავ ადამიანს, ვინც იჭორავებს შენზე, მაგრამ დამიჯერე, კიდევ უფრო მეტს იპოვნი ვინც მხარს დაგიჭერს და ეყვარები.
3) სექსუალურობა არც დიდი ზომის მკერდშია,
არც პატარაში და არც საშუალოში - სექსუალურობა ეს შინაგანი ენერგეტიკაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევს. სექსუალურობა ეს არის ინტელექტი! სხარტი იუმორი! მდიდარი ფანტაზია! ელასტიური გონება და საინტერესო დიალოგი! სექსუალურობა ფართო მასშტაბით აზროვნებაა, რომელიც შეგიძლია უფრო და უფრო გააღრმავო! სექსუალურობას ადამიანი ასხივებს თვალებიდან და მთელი შარმი იმალება მის შინაგან სამყაროში!
სექსუალურობა მოწვყლადობაშია, გულწრფელობაში, ნამდვილ ემოციებში!!! კი, რა თქმა უნდა, ნავარჯიშები სხეული სასიამოვნოა ბევრისთვის, მაგრამ გახსოვდეთ! მთავარი მაინც არის ემოციები".

alt"ძუძუთი კვება ოჯახური საქმეა... განვმარტავ და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას..."

alt„კვებე შენი რძით...“ - ძუძუთი კვების პოპულარიზაციაში ალექსანდრა პაიჭაძეც ჩაერთო


3842
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
საბა
0
არ ტეხავს რა თქმა უნდა,ქუჩაში რო ციგნის ქალები მათხოვრობენ,ეგრე კვებავენ ხოლმე საჯაროდ ეგენიც ბავშვებს ძუძუთი გზაზე
08:14 / 25-11-2021
ნინო
0
ეჰ რა ვიცი, ჯერ ვერავინ მოვხიბლე ჩემი სექსუალური იუმორით...
22:22 / 24-11-2021
მსგავსი სიახლეები