3 მეთოდი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს ხაჭო
3 მეთოდი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს ხაჭო
ალბათ, პედიატრისგან ყველას მოგვისმენია, რომ ხაჭოს მიღება ბავშვისთვის აუცილებელია და მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.
ეს პროდუქტი განსაკუთრებით რეკომენდებულია გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი კალციუმის დეფიციტს განიცდის, მისი შევსება კი ბუნებრივი გზებით, მათ შორის, ხაჭოს ხშირი მიღებით არის შესაძლებელი.

რეალურად, რა შესაძლებლობები აქვს ხაჭოს? - პროდუქტის „ჯადოსნური“ სამკურნალო თვისებები უმეტესად ამინომჟავების შემცველობით აიხსნება. მათი დასახელებებია მეთიონინი, ქოლინი და ლეციტინი. მათი მეშვეობით ხაჭოს აქვს უნარი, შეაჩეროს და შეამციროს ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების რისკი, რაც კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, არასწორი კვებისა და ორგანიზმში მავნე ნივთიერებების
მოხვედრის შედეგად წარმოიქმნება.
ხაჭო, რომელიც პატარებს არც თუ ისე ძალიან უყვართ, სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. გარდა ამისა, პროდუქტის მოხმარება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რადგან ხაჭოს ლიპოტროპულ ნივთიერებებს ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზების უნარი შესწევთ.
mshoblebi
ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, თუთიას, სპილენძს, ფტორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში ასევე შედის B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა. პროდუქტი სასარგებლო მინერალების მთელი საბადოა, რაც უამრავ სარგებელს გვპირდება.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ 8-9 თვის ბავშვს უკვე შეუძლია ხაჭოს ათვისება. მისი მონელების დროს გაცილებით ნაკლები კუჭის წვენი, მარილმჟავა
და ფერმენტები იხარჯება, ვიდრე მაწვნის მონელებისას.
კალციუმისა და ამინომჟავების უხვი შემცველობის გამო, ხაჭო ფასდაუდებელია ტუბერკულოზური დაავადების, რაქიტის, ძვლების მოტეხილობისა და სისხლის პათოლოგიების დროს. ის ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომ რეკომენდებულია ჰიპერტონიული, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების დროსაც.

როგორ მოვიქცეთ, თუ პატარებს ეს საოცარი პროდუქტი არ უყვართ?

პატარას რაციონში დამატებითი კვების შეტანისას აუცილებლად უნდა ჩაერთოს პედიატრი და ახალი პროდუქტები მხოლოდ მისი რეკომენდაციით შევარჩიოთ. რაც შეეხება უკვე მოზრდილ ბავშვს, რომელსაც ხაჭო არ უყვარს, შეგვიძლია, ის რამდენიმე სახით შევთავაზოთ:

  • თავად შევარჩევინოთ ხილი და მასთან ერთად მოვამზადოთ ჯანსაღი დესერტი
თითქმის ვერ ნახავთ ბავშვს, რომელსაც სამზარეულოში ყოფნა და კერძის მომზადების პროცესში ჩართვა არ უყვარს, ამიტომ შეგვიძლია, მას თავად ავარჩევინოთ ხილი, რომლითაც დესერტის მომზადებას ისურვებდა, დავეხმაროთ დაჭრაში და შემდეგ თავადვე ვთხოვოთ, ხაჭო ხილის ნაჭრებით მორთოს ან საშუალება მივცეთ პროდუქტი ხილთან ერთად თავად დააბლენდეროს და გემრიელი სმუზი მოამზადოს. შეგვიძლია, მზა პროდუქტი მასთან ერთად დავაგემოვნოთ და პოზიტიური უკუკავშირი მივცეთ: ვუთხრათ, რომ ძალიან გემრიელია, სხვა დროსაც სიამოვნებით მივირთმევდით და ა. შ.
mshoblebi
  • დავაგემოვნებინოთ ხაჭო, რომელსაც ტრადიციული კონსისტენცია არ ექნება
პატარებს, რომელთაც განსაკუთრებით არ უყვართ ხაჭო და მისი კონსისტენციის დანახვისთანავე უარს ამბობენ პროდუქტის მიღებაზე, შეგვიძლია, ალტერნატივა შევთავაზოთ: ხაჭო იოგურტის კონსისტენციითა და სხვადასხვა ხილით. მაგალითისთვის, „რასტიშკა“ სპეციალურად ბავშვებისთვის აწარმოებს ხაჭოს, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სასარგებლო თვისება აქვს, თუმცა სპეციალური დამუშავების შედეგად, კრემისებრი კონსისტენციით არის წარმოდგენილი. პროდუქტი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს, უმაღლესი ხარისხის ხილს და განსაკუთრებული სარგებელი მოაქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, რაც ბავშვებში ხანდახან პრობლემურია ხოლმე. აღსანიშნავია, რომ პატარას შეგვიძლია, უშაქრო „რასტიშკა“ მივცეთ, რომელსაც საკმაოდ სასიამოვნო გემოვნური თვისებები აქვს. უშაქრო ხაზს ბრენდი მწვანე შეფუთვაში უშვებს.
mshoblebi
როგორც წესი, პატარებს იოგურტი უყვართ, ჩვენ კი შეგვიძლია, ხაჭო სწორედ იოგურტის დასახელებით მივაწოდოთ და მაინც მივაღებინოთ სარგებელი, რომელიც მათთვის ასე საჭიროა.
  • მაღაზიაში თავად შევარჩევინოთ პროდუქტი
როცა ბავშვები გრძნობენ, რომ მათი არჩევანი მნიშვნელოვანია და მასზე თავად არიან პასუხისმგებლები, უფრო სერიოზულად ეკიდებიან საკითხს. როცა მშობელი თავად არჩევს პროდუქტს და თანაც ისეთს, რომელიც ბავშვს არ უყვარს, ამ პროცესმა შეიძლება, დაძალების ფორმა მიიღოს, ხოლო, როცა ბავშვი თავად იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება პროდუქტი ისე დააგემოვნოს, რომ პროტესტიც არ გაუჩნდეს მის მიმართ.
mshoblebi
პატარებს ხაჭო უფრო მეტად რომ შევაყვაროთ, ასევე შეგვიძლია, მოვუმზადოთ ხაჭოს პუდინგი ან ბურთულები, რომლებიც გემრიელიცაა და საკვებად სასიამოვნოც.

3 მეთოდი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს ხაჭო
2489
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები