ეს პროდუქტი განსაკუთრებით რეკომენდებულია გაზაფხულზე, როცა ორგანიზმი კალციუმის დეფიციტს განიცდის, მისი შევსება კი ბუნებრივი გზებით, მათ შორის, ხაჭოს ხშირი მიღებით არის შესაძლებელი.
რეალურად, რა შესაძლებლობები აქვს ხაჭოს? - პროდუქტის „ჯადოსნური“ სამკურნალო თვისებები უმეტესად ამინომჟავების შემცველობით აიხსნება. მათი დასახელებებია მეთიონინი, ქოლინი და ლეციტინი. მათი მეშვეობით ხაჭოს აქვს უნარი, შეაჩეროს და შეამციროს ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარების რისკი, რაც კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, არასწორი კვებისა და ორგანიზმში მავნე ნივთიერებების
ხაჭო, რომელიც პატარებს არც თუ ისე ძალიან უყვართ, სამკურნალო პროფილაქტიკური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. გარდა ამისა, პროდუქტის მოხმარება რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რადგან ხაჭოს ლიპოტროპულ ნივთიერებებს ორგანიზმში ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზების უნარი შესწევთ.

ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, თუთიას, სპილენძს, ფტორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში ასევე შედის B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა. პროდუქტი სასარგებლო მინერალების მთელი საბადოა, რაც უამრავ სარგებელს გვპირდება.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ 8-9 თვის ბავშვს უკვე შეუძლია ხაჭოს ათვისება. მისი მონელების დროს გაცილებით ნაკლები კუჭის წვენი, მარილმჟავა
კალციუმისა და ამინომჟავების უხვი შემცველობის გამო, ხაჭო ფასდაუდებელია ტუბერკულოზური დაავადების, რაქიტის, ძვლების მოტეხილობისა და სისხლის პათოლოგიების დროს. ის ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომ რეკომენდებულია ჰიპერტონიული, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების დროსაც.
როგორ მოვიქცეთ, თუ პატარებს ეს საოცარი პროდუქტი არ უყვართ?
პატარას რაციონში დამატებითი კვების შეტანისას აუცილებლად უნდა ჩაერთოს პედიატრი და ახალი პროდუქტები მხოლოდ მისი რეკომენდაციით შევარჩიოთ. რაც შეეხება უკვე მოზრდილ ბავშვს, რომელსაც ხაჭო არ უყვარს, შეგვიძლია, ის რამდენიმე სახით შევთავაზოთ:- თავად შევარჩევინოთ ხილი და მასთან ერთად მოვამზადოთ ჯანსაღი დესერტი

- დავაგემოვნებინოთ ხაჭო, რომელსაც ტრადიციული კონსისტენცია არ ექნება

როგორც წესი, პატარებს იოგურტი უყვართ, ჩვენ კი შეგვიძლია, ხაჭო სწორედ იოგურტის დასახელებით მივაწოდოთ და მაინც მივაღებინოთ სარგებელი, რომელიც მათთვის ასე საჭიროა.
- მაღაზიაში თავად შევარჩევინოთ პროდუქტი

პატარებს ხაჭო უფრო მეტად რომ შევაყვაროთ, ასევე შეგვიძლია, მოვუმზადოთ ხაჭოს პუდინგი ან ბურთულები, რომლებიც გემრიელიცაა და საკვებად სასიამოვნოც.
3 მეთოდი, როგორ შევაყვაროთ ბავშვს ხაჭო