ცნობილი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა AMBEBI.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და პირად გამოცდილებაზე საუბრობს. როგორც აღმოჩნდა, ის სწორედ პანდემიის პირობებში დაოჯახდა და ტავადაც ძალიან მძიმედ გადაიტანა კოვიდინფექცია.
- პრაქტიკულად, 2 წლის განმავლობაში, მედპერსონალს, რომელიც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში, არ აქვს პირადი ცხოვრება იმიტომ, რომ დიდ ნაწილს ატარებენ საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი დრო, როდესაც არ არიან კლინიკაში, სჭირდება რეაბილიტაციას, ელემენტარულად რომ გამოიძინო, რათა ენერგია გქონდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საომარ მდგომარეობაში იმყოფება მედპერსონალი და ეს გრძელდება უწყვეტად უკვე თითქმის 2 წლის განმავლობაში, გადავიღალეთ...
საქართველოს არ აქვს ისეთი რესურსები, როგორც გერმანიას, აშშ-ს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ამიტომ მიუხედავად
იმისთვის, რომ დავინდოთ ჩვენი, ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ასევე მედპერსონალი, მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაცია დავასტაბილუროთ. ამისთვის ყველაზე უფრო ეფექტიანი საშუალება არის ვაქცინა და ასევე რეკომენდაციების დაცვა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 29%-ს უტოლება...
- ნამდვილად დიდი დატვირთა მოდის მედპერსონალზე. არიან ისეთები, ვინც ვერ გაუძლო და უბრალოდ, წავიდა სამსახურიდან?
- იცით რა, ასეთი შემთხვევები არ მახსენდება, თუმცა, ვიცი ბევრი შემთხვევა, როცა ვერ გაუძლეს, ფიზიკურად გადაიღალნენ და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ, რის გამოც რაღაც პერიოდის განმავლობაში ვეღარ გააგრძელეს აქტიური მუშაობა. მეც გარკვეული პრობლემები შემიქნა კორონავირუსმა, გადავიტანე ძალიან მძიმედ და მას შემდეგ ბევრად უფრო ნაკლებია ჩემი ქმედითუნარიანობა, ასევე სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შემიქმნა იმ ტრაგედიამ რაც გადავიტანე, კოვიდით ოჯახის წევრი გარდამეცვალა. კოვიდთან მომუშავე არაერთ ადამიანს თვითონ დაემართა ეს დაავადება, ზოგმა მძიმედ გადაიტანა, სამწუხაროდ, იყო ტრაგიკული შემთხვევებიც...
ზოგჯერ ვერ წარმოუდგენიათ, რა ძალისხმევა უწევს ამ ადამიანებს იმისთვის, რომ სიცოცხლე იხსნან. კოვიდის მძიმე ფორმის მქონე პაციენტის მართვა არის ურთულესი რამ, რაც ამ ეტაპზე შეიძლება მედიცინაში შეხვდეს ადამიანს. როდესაც ეს არის ერთდროულად რამდენიმე ათასი შემთხვევა და ზოგიერთ რეანიმაციაში 20-30 და 40 ასეთი პაციენტი წევს, წარმოდგენაც კი რთულია, თუ რას აკეთებენ ამ დროს ეს ადამიანები ავადმყოფთა სიცოცხლის გადასარჩენად. ცოტა დანანებითაც მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობის ნაწილი ამას ირონიულად უყურებს. ცუდია, როდესაც შენ სულს და გულს დებ შენ საქმეში და არ გიფასებენ, დაფასებაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ექიმი გმირად შერაცხონ, მაგრამ ელემენტარულად სიტყვიერი მხარდაჭერა მაინც რომ გვქონდეს ან, უბრალოდ, ცუდს მაინც ნუ იტყვიან ამ ადამიანებზე...
- როგორც ვიცი პანდემიის პერიოდში დაოჯახდით...
- ხელის მოწერის მომენტშიც პაციენტის ზარებს ვპასუხობდი. ცოტა კომიკური სიტუაციაც კი შეიქმნა, საუბარი გამიგრძელდა და მეუღლე და მეჯვარეები მელოდებოდნენ, როდის დავასრულები და მოვაწერდი ხელს, მე კი ისე ჩავერთე პაციენტის მდგომარეობის განხილვაში, წუთიერად სად ვიყავი, ისიც კი გადამავიწყდა.- უკვე მამა ხართ...
- პირველი შვილია, ნებისმიერ მშობელს სხვანაირად წარმოუდგენია შვილთან ერთად ყოფნა. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, იმაზე ბევრად ნაკლებ დროს ვატარებ შვილთან, ვიდრე მინდა. სულ მენატრება.
განაგრძეთ კითხვა