ბავშვობაში ულამაზოდ მიიჩნევდნენ, თუმცა შემდეგ "მის თურქეთი" გახდა - პედაგოგების შვილის გზა ვარსკვლავობისკენ
ბავშვობაში ულამაზოდ მიიჩნევდნენ, თუმცა შემდეგ "მის თურქეთი" გახდა - პედაგოგების შვილის გზა ვარსკვლავობისკენ
ამ გოგონას ისინი იცნობენ, ვინც თურქულ სერიალებს უყურებს. ბოლოს "ბედთან მებრძოლში" გამოჩნდა ძლიერი ქალის როლით და მაყურებლები დაიპყრო. დღეს თურქეთში ნამდვილი ვარსვლავია.

დილან ჩიჩეკ დენიზი 1995 წელს დაიბადა სივასში, თურქეთის პროვინციულ ქალაქში, პედაგოგების ოჯახში. დედა ლიტერატურის მასწავლებელია, მამა - გეოგრაფიის. გარდა ამისა, მამას ტურისტული სააგენტო ჰქონდა და ოჯახში დიდად აფასებდნენ მოგზაურობას, სპორტულ ტურიზმს. 
სახელი დედამ შეურჩია საყვარელი წიგნის პერსონაჟის პატივსაცემად. ითარგმნება, როგორც "დიდება". 
8 წლის იყო, როცა მშობლები განქორწინდნენ. გოგონა დედასთან დარჩა, თუმცა მამასთანაც დიდ დროს ატარებდა და ამბობს, რომ
მშობლების განშორება მისთვის ტრავმა არ იყო. 
mshoblebi
ლიტერატურის სიყვარული დედისგან დილანსაც გამოჰყვა. 9 წლისამ წიგნიც კი დაწერა და გამოსცა კიდეც. ლექსების კრებულს ერქვა "მე ვფიქრობ, რომ მზე - დედაა". 

ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ბავშვობაში ულამაზოდ მიიჩნევდნენ. კვადრატული სათვალით და ბრეკეტებით თინეიჯერობისას "საძაგელი იხვის ჭუკი" იყო თანატოლებისთვის. ამის გამო კომპლექსები გაუჩნდა გარეგნობის გამო. სწორედ ამიტომ მივიდა სამოდელო სააგენტოში, რომ საკუთარი თავის სიყვარული ესწავლა.
mshoblebi
სიმაღლემ წარატებაში შეუწყო ხელი - მალევე შესთავაზეს პოდიუმზე გამოსვლა და თავისი ფულიც გაუჩნდა. ნახევარს დედას აძლევდა, ნახევარს თავად იტოვებდა. 
სწავლის დამთავრების შემდეგ ტურიზმზე ჩააბარა, მერე კი ლიტერატურაზე გადაიტანა საბუთები. მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ არც ეს იყო მისი მოწოდება, საბუთები გამოიტანა უნივერსიტეტიდან და მოდელობა განაგრძო. გოგონას
უკვე რეკლამებშიც იღებდნენ, სერიოზულ ჩვენებებში მონაწილეობდა, 2014 წელს კი "მის თურქეთი" გახდა.
mshoblebi
მოდელის წარმატებამ კინოინდუსტრიამდე მიიყვანა. კონკურსზე რეჟისორმა კორაი ბალიკმა შენიშნა და ფილმში სათამაშოდ მიიწვია. 
როლს როლი მოჰყვა და გოგონა დღეს უკვე ცნობილი მსახიობი და კინოვარსკვლავია. 
mshoblebi
გოგონას პირადი ცხოვრება სავსეა ჭორებითა და მითებით. ამბობდნენ, რომ მსახიობ არას ბულუტს ხვდებოდა, რომელიც მისი პარტნიორი იყო ერთ-ერთ ფილმში. თუმცა მათ არასდროს დაუდასტურებიათ ეს ჭორები.
ცნობილია, რომ დილანი ხვდებოდა ჟურნალისტ ჯან ოკან იანტირს და მათი რომანი ერთ წელს გაგრძელდა. შემდეგ ხვდებოდა მსახიობ ბირანდ ტუნჯეის, ასევე - ფურკან ანდიჩს. დღესდღეობით უცნობია, ვინ არის მის გვერდით.
mshoblebi
არადა, ყველა ელოდა, რომ ისინი ფურკანი და დილანი იქორწინებდნენ, მაგრამ დაშორდნენ. 

ამჟამად გოგონას კვლავ სამოდელო და სამსახიობო კარიერაზე აქვს აქცენტი და როგორც ჩანს, დაქორწინებას ჯერ არ გეგმავს.
mshoblebi
mshoblebi

altულამაზესი მსახიობის ბრძოლა მშობლებთან, რთული როლი და 19 წლით უფროსი საქმრო


11191
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
რეალობა
1
ეს იმ კატეგორიას ეკუთნის ირემი მინდა ვიყოო !
10:43 / 06-12-2021
.
6
ლამაზია თან ნიჭიერი მსახიობიცაა
19:24 / 05-12-2021
მსგავსი სიახლეები