ამ გოგონას ისინი იცნობენ, ვინც თურქულ სერიალებს უყურებს. ბოლოს "ბედთან მებრძოლში" გამოჩნდა ძლიერი ქალის როლით და მაყურებლები დაიპყრო. დღეს თურქეთში ნამდვილი ვარსვლავია.
დილან ჩიჩეკ დენიზი 1995 წელს დაიბადა სივასში, თურქეთის პროვინციულ ქალაქში, პედაგოგების ოჯახში. დედა ლიტერატურის მასწავლებელია, მამა - გეოგრაფიის. გარდა ამისა, მამას ტურისტული სააგენტო ჰქონდა და ოჯახში დიდად აფასებდნენ მოგზაურობას, სპორტულ ტურიზმს.
სახელი დედამ შეურჩია საყვარელი წიგნის პერსონაჟის პატივსაცემად. ითარგმნება, როგორც "დიდება".
8 წლის იყო, როცა მშობლები განქორწინდნენ. გოგონა დედასთან დარჩა, თუმცა მამასთანაც დიდ დროს ატარებდა და ამბობს, რომ მშობლების განშორება მისთვის ტრავმა არ იყო.
ლიტერატურის სიყვარული დედისგან დილანსაც გამოჰყვა. 9 წლისამ წიგნიც კი დაწერა და გამოსცა კიდეც. ლექსების კრებულს ერქვა "მე ვფიქრობ, რომ მზე - დედაა".
ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ბავშვობაში ულამაზოდ მიიჩნევდნენ. კვადრატული სათვალით და ბრეკეტებით თინეიჯერობისას "საძაგელი იხვის ჭუკი" იყო თანატოლებისთვის. ამის გამო კომპლექსები გაუჩნდა გარეგნობის გამო. სწორედ ამიტომ მივიდა სამოდელო სააგენტოში, რომ საკუთარი თავის სიყვარული ესწავლა.
სიმაღლემ წარატებაში შეუწყო ხელი - მალევე შესთავაზეს პოდიუმზე გამოსვლა და თავისი ფულიც გაუჩნდა. ნახევარს დედას აძლევდა, ნახევარს თავად იტოვებდა.
სწავლის დამთავრების შემდეგ ტურიზმზე ჩააბარა, მერე კი ლიტერატურაზე გადაიტანა საბუთები. მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ არც ეს იყო მისი მოწოდება, საბუთები გამოიტანა უნივერსიტეტიდან და მოდელობა განაგრძო. გოგონას უკვე რეკლამებშიც იღებდნენ, სერიოზულ ჩვენებებში მონაწილეობდა, 2014 წელს კი "მის თურქეთი" გახდა.
მოდელის წარმატებამ კინოინდუსტრიამდე მიიყვანა. კონკურსზე რეჟისორმა კორაი ბალიკმა შენიშნა და ფილმში სათამაშოდ მიიწვია.
როლს როლი მოჰყვა და გოგონა დღეს უკვე ცნობილი მსახიობი და კინოვარსკვლავია.
გოგონას პირადი ცხოვრება სავსეა ჭორებითა და მითებით. ამბობდნენ, რომ მსახიობ არას ბულუტს ხვდებოდა, რომელიც მისი პარტნიორი იყო ერთ-ერთ ფილმში. თუმცა მათ არასდროს დაუდასტურებიათ ეს ჭორები.
ცნობილია, რომ დილანი ხვდებოდა ჟურნალისტ ჯან ოკან იანტირს და მათი რომანი ერთ წელს გაგრძელდა. შემდეგ ხვდებოდა მსახიობ ბირანდ ტუნჯეის, ასევე - ფურკან ანდიჩს. დღესდღეობით უცნობია, ვინ არის მის გვერდით.
არადა, ყველა ელოდა, რომ ისინი ფურკანი და დილანი იქორწინებდნენ, მაგრამ დაშორდნენ.
ამჟამად გოგონას კვლავ სამოდელო და სამსახიობო კარიერაზე აქვს აქცენტი და როგორც ჩანს, დაქორწინებას ჯერ არ გეგმავს.
ულამაზესი მსახიობის ბრძოლა მშობლებთან, რთული როლი და 19 წლით უფროსი საქმრო