მომღერალი ნუკა კვალიაშვილი ძალიან მალე მესამე შვილის დედა გახდება.
მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ნუკა გელა გოჩაშვილზე დაქორწინდა. ეს ნუკასთვის მეორე ქორწინებაა. პირველ მეუღლესთან ორი ბიჭი ჰყავს, რომლებიც გელამ ძალიან თბილად მიიღო, მეტიც, ბავშვები მამასაც კი ეძახდნენ.
გოჩამ ნუკა პირველად პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" შენიშნა და დანახვისთანავე მოიხიბლა, თუმცა კარგა ხნის განმავლობაში კომუნიკაცია არ ჰქონიათ - უბრალოდ, სოციალურ ქსელში ერთმანეთი მეგობრების სიაში ჰყავდათ, სანამ გოჩამ გამბედაობა არ მოიკრიბა და ნუკას მესიჯი არ მისწერა... რეალურ ცხოვრებაში კი შეხვედრისთანავე, აეროპორტში მან ნუკას ხელი სთხოვა...
ნუკა ახლა 8 თვის ორსულია. პირველ თვეებში ტოქსიკოზი აწუხებდა და ამის გამო ქმარს სოციალურ ქსელში გაძლებისთვის აქებდა. ახლა კი, როგორც ჩანს, საკუთარი თავი არ მოსწონს, რადგან ასეთი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მერვეში და კი... ორსულები მახინჯები ვართ, უბრალოდ საქმე იმაშია რომ, მხოლოდ 9 თვე... მადლობელი, ნახვამდის..."
კომენტარებში მეგობრები ნუკას ამხნევებენ, უწერენ, რომ კარგად გამოიყურება და ყველა ორსული ლამაზია.
თეკლა ჟვანია