"უბედნიერესი ვარ, რომ შენი დედა მქვია..." - თამუნა ვაშალომიძე უმცროსი შვილის 1 წლის იუბილეს აღნიშნავს
"ჩვენი სიყვარული ბიჭი დღეს 1 წლის გახდა. უბედნიერესი ვარ, რომ შენი დედა მქვია... ძალიან მიყვარხარ", - წერს მოდელი თამუნა ვაშალომიძე და ვიდეოს ავრცელებს. მისი და აკა სამხარაძის ვაჟი მაქსიმე 1 წლის გახდა. 

თამუნას კიდევ ჰყავს ქალიშვილ სოფია, წინა ურთიერთობიდან. ხშირად ამბობს, რომ დედობა ძალიან მოსწონს და ცდილობს, კარგი დედა იყოს. "რატომ ვერ წარმოუდგენია საზოგადოებას არ ვიცი, მაგრამ კი, ვალაგებ კიდეც... საჭმლის გაკეთებას რაც შეეხება, საშინელი ვარ სამზარეულოში, თუმცა ვფიქრობ, რომ მინდოდეს, გამომივა. ალბათ ვზარმაცობ და არ მინდა, იმიტომ, რომ დამხმარეები მყავს
სახლში, მეხმარებიან და თავს არ ვიწუხებ... მაგრამ როგორც დედა, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად კარგი დედა ვიყო ჩემი შვილებისთვის... მთავარია, რომ სიყვარულით გავზარდო, სწორად გავზარდო, განათლება მივცე, და რაც მე მომაკლდა ბავშვობაში, ათი ათასი პროცენტით მათ მივცე..."
mshoblebi

21805
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები