როდის და სად მიიღებენ 60 წელს გადაცილებული პირები 200-ლარიან დანამატს და რა იცვლება 1-ლი დეკემბრიდან
როდის და სად მიიღებენ 60 წელს გადაცილებული პირები 200-ლარიან დანამატს და რა იცვლება 1-ლი დეკემბრიდან
8 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 60 წლისა და მეტი ასაკის პირები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დოზის ჩატარების შემთხვევაში, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ. დავინტერესდით, რა ფორმით და რა ვადაში შეძლებენ პენსიონრები თანხის აღებას. შეკითხვით ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზს მივმართეთ:

"სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მონაცემების გადაცემა ვაქცინაციის შესახებ პირველ და 15 რიცხვებში ხდება. შესაბამისად, თუ, მაგალითად, დღეს ჩაიტარებს ვაქცინაციას, მონაცემები პირველ დეკემბერს გადაიცემა და 5 დღის განმავლობაში 200-ლარიანი დანამატის ჩარიცხვა მოხდება ან საპენსიო ანგარიშზე ან თუ საპენსიო ანგარიში არ აქვთ, სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე, რომელსაც
ლიბერთი ბანკი შეუქმნით."- გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.

გარდა ამისა, დავინტერესდით, მამაკაცები, ქალებისგან განსხვავებით, 65 წლიდან ზემოთ იღებენ პენსიას, როგორ გაიცემა მათ შემთხვევაში 200-ლარიანი დანამატი:

"როგორც გითხარით, მათთვის, ვისაც არ აქვთ საპენსიო ანგარიში, ლიბერთი ბანკში სპეციალური ანგარიში შეიქმნება და იქ ჩაირიცხება თანხა."- გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.

"თუ მომხმარებელს ჩვენთან არ აქვს ანგარიში, სოციალური ანგარიში ეხსნება, შესაბამისი ბარათით და ირიცხება თანხა ერთჯერადად. გატანის საკომისიო არ აქვს. ხოლო, თუ ლიბერთი ბანკში აქვთ ბარათი, იმაზე ავტიმატურად დაერიცხებათ თანხა." - განაცხადეს ლიბერთი ბანკში.

როგორც იცით, 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე შესვლას მთელ რიგ ობიექტებში ვეღარ მოახერხებთ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის სავალდებულო ხდებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით
სარგებლობისასაც.
ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ ე.წ. მწვანე პასპორტი მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო არ იქნება.

"მწვანე პასპორტის" გარეშე შესვლას ვერ შეძლებთ:

კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის
ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

თამარ იაკობაშვილი


31071
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
vax ra
1
მგონი მიიღებთ თქვენ იმას საითაც მიდიხართ და ჰაა,ცხვარი ცხვარიაო და... თუ გადაირია ეს ხალხი და ამოასხა მერე ნახავთ.ცეცხლს ეთამაშებით ჩემო ფაშისტუკებო.
03:43 / 02-12-2021
nazi
1
60 წელს გადაცილებული არც ერთი პენსიონერი აღარ წავიდეს მეორე ვაქცინაზე. არც ერთი ვაქცინაა საჭირო და არც მეორე. 200 ლარებს ვისაც ურიგებენ წავიდნენ ისინი.
02:35 / 02-12-2021
მსგავსი სიახლეები