სიახლეებიკალეიდოსკოპი
ისწავლე ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი - ყველაფერი, რაც BTU-ს საბაკალავრო პროგრამაზე უნდა იცოდეთ
ისწავლე ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტი - ყველაფერი, რაც BTU-ს საბაკალავრო პროგრამაზე უნდა იცოდეთ

ბიზნესის ადმინისტრირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საბაკალავრო პროგრამაა, რომელსაც დღეს სტუდენტები ირჩევენ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული პროგრამა- ბიზნესის ადმინისტრირება- მენეჯმენტი კი სხვა პროგრამებს შორის გამორჩეულია.

სტაჟირების პროგრამები, საერთაშორისო სერტიფიკატები, შეხვედრები ინდუსტრიის ლიდერებთან და მათი მხრიდან სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარება, უცხო ენების შესწავლის შესაძლებლობა, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები და საერთო სამუშაო სივრცეები- ეს იმ უპირატესობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც BTU ბაკალავრიატზე სწავლის მსურველებს სთავაზობს. რაც მთავარია, უნივერსიტეტი სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებაში ეხმარება, რათა გარკვეული სასწავლო პერიოდი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გაატარონ და

ერთდროულად ორი დიპლომის აღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. BTU თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, როგორებიც არის: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, სტეფორდშირის უნივერსიტეტი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო მეთოდები და ლიტერატურა მუდმივად თანხვედრაშია თანამედროვე ტენდენციებთან და გამოწვევებთან. ბიზნესის ადმინისტრირება- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს არამხოლოდ უახლეს ლიტერატურას როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, არამედ მთელ რიგ აქტივობებს, რომლებიც სტუდენტს ახალი უნარებისა და კონტაქტების შეძენასა და საკუთარი საქმის წამოწყებაში დაეხმარება.
უნივერსიტეტი სტუდენტებს ხელს უწყობს, შექმნან საკუთარი სტარტაპი პირველივე კურსიდან და თავად გახდნენ დამსაქმებლები. ამისათვის BTU ქმნის შესაბამის გარემოს და სტუდენტს აძლევს საშუალებას, თავისი იდეა რეალობად აქციოს. სწორედ ამიტომ დაინერგა ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის პრაქტიკული
კურსები, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც ბიზნესის წარმატებით მართვისთვის აუცილებელია.
„ჩვენი საბაკალავრო პროგრამის მეშვეობით სტუდენტს შეუძლია მიიღოს უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, ისწავლოს საერთაშორისო პროექტ მენეჯმენტი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით და გაიაროს ინოვაციების მენეჯმენტისა და მეწარმეობის პრაქტიკული კურსები“, - განმარტავენ BTU-ში.
ამასთან, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამები, რომელიც უნივერსიტეტში პირველივე კურსიდან არის ხელმისაწვდომი, სტუდენტს დაეხმარება, გამოცდილება მიიღოს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უკვე მე-5 წელია, მაღალტექნოლოგიური სწავლების მეთოდზეა ორიენტირებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბს, ბიზნეს აქსელერატორს, კვლევით ცენტრს, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას, ბლოკჩეინ ლაბორატორიას, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, განახლებადი ენერგიების ლაბორატორიას, Android & iOS ლაბორატორიას, ინდუსტრია 4.0 ლაბს და სხვა.
უნივერსიტეტი, გარდა სასწავლო პროცესისა, სტუდენტებს სთავაზობს ისეთ აქტივობებში ჩართვას, რომლებიც განავითარებს მათს სამეწარმეო და ტექნოლოგიურ უნარებს, იქნება ეს სტარტაპ აქსელერაციის პროგრამები, ჰაკათონები, ბუთქემფები თუ დისკუსიები ინდუსტრიების ლიდერებთან.
BTU-ს გადაწყვეტილებით, უწყვეტი განათლების პრინციპის შესაბამისად, ყველა კურსდამთავრებული, მთელი სიცოცხლის განმავლობაში, საჩუქრად 100%-იანი დაფინანსებით გაივლის სასერტიფიკატო კურსს იმ საგანში, რომელიც უნივერსიტეტში ნებისმიერი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ისწავლება.

“ყველა ჩვენს კურსდამთავრებულს მოემსახურება კარიერული განვითარების ცენტრი, ტრენინგებითა და გადამზადებებით. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური უზრუნველყოფს გაცვლითი პროგრამებით და მეწარმეობის ერთადერთი საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით გაიხსნა, კურსდამთავრებულს სხვადასხვა ტრენინგებსა და ვებინარებს სთავაზობს”, - განგვიმარტეს “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში”.
ამასთან, BTU-ს პარტნიორი უნივერსიტეტების ჩართულობით ჩატარებული შეხვედრები სტუდენტებს ბიზნესის ადმინისტრირება-მენეჯმენტის უახლესი მიდგომების გაცნობისა და წამყვან სპეციალისტებთან შეხვედრის საშუალებას აძლევს.
BTU-ს საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება, საფასური კი 2250 ლარია. პროგრამა ,,ბიზნესის ადმინისტრირება მენეჯმენტის’’ ერთიანი ეროვნული გამოცდების კოდია: 1950101.

ბეჭდვა