სიახლეებიკალეიდოსკოპი
რატომ არის ხოხვა ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის
რატომ არის ხოხვა ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის
არავისთვისაა საიდუმლო, რომ ბავშვები, განვითარების პერიოდში ხოხვას სწავლობენ, მაგრამ გიფიქრიათ, რატომაა ხოხვა სასარგებლო?
  1. ხოხვის დროს ვითარდება ზურგის კუნთები და მთლიანად ხერხემალი. მაგრდება მუცლის, ზურგის კუნთები და კისერი. ბავშვი სწავლობს წონასწორობის დაცვას და კოორდინაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწავლობს უსაფრთხოდ მოძრაობას სივრცეში.
  2. რაც უფრო ბევრს დახოხავს ბავშვი სხვადასხვა უსწორმასწორო ზედაპირებზე და რაც უფრო მეტ დაბრკოლებას გადალახავს, მით უფრო მეტად თავდაჯერებული იქნება თავის ძალებსა და შესაძლებლობებში. ეს კი პირდაპირ უკავშირდება თვითშეფასების კოეფიციენტს ზრდასრულ ასაკში.
  3. დიაგონალზე მოძრაობა ხოხვისას, როცა ფეხი ხელის საპირისპიროდ მიიწევს,
    აქტიურად ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს, ლოგიკურად მსჯელობისა და წერის უნარსაც.
  4. ხოხვა ასევე ეხმარება მეტყველების დროულ განვითარებასაც. ოთხზე დგომისას, ნიკაპი და კისერი ერთმანეთთან მიმართებაში 90 გრადუსიან კუთხეს ქმნის. ენა ამ დროს სწორ ადგილს იკავებს, რაც ენისა და ყბის კუნთების გამაგრებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო საუბრის უნარის გამომუშავებისთვის.
  5. პედიატრები მიიჩნევენ, რომ ბავშვები, რომლებიც გამოტოვებენ ხოხვის პერიოდს, მომავალში უფრო მეტად განიცდიან ზურგის ტკივილს, ვიდრე მცოცავი ბავშვები.
  6. ბავშვი ხოხვის დროს ხსნის ახალ სამყაროს, იძენს მეტ თავისუფლებას, რადგან უკვე მშობლების გარეშე გადაადგილება შეუძლია სასურველი მიმართულებით. ხოხვა ასტიმულირებს ნერვული კავშირების აქტიურ ფორმირებას ტვინში. ბავშვი ეცნობა იატაკს, რომელზეც არაერთხელ მოუწევს დაცემა, რათა სიარული ისწავლოს.

როგორ შევქმნათ უსაფრთხო გარემო ბავშვის ხოხვისთვის?

mshoblebi
ყურადღებით
დააკვირდით, რაზე და რასთან ახლოს დახოხავს ბავშვი. არის თუ არა ირგვლივ სახიფათო საგნები, შტეფსელები, გატეხილი, ან ბასრი ნივთები, კარადები, ან თაროები?
უჯრებზე და კარადების კარზე დაამაგრეთ სპეციალური საკეტები, რომ ცნობისმოყვარე პატარამ არ გააღოს და ნივთები არ გადმოყაროს ან ხელი არ მოიყოლოს. მაგიდის ან სხვა ბასრ კუთხეებზეც დაამაგრეთ სპეციალური რბილი დამცავები. არ დაივიწყოთ დენის წყაროები და მცირე ზომის ნივთები.
ძალიან მნიშვნელოვანია სისუფთავე! ოთახში, სადაც ბავშვი დახოხავს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეხვიდეთ საგარეო ფეხსაცმლით. თუ ხალიჩა გაქვთ, ხშირად დაასუფთავეთ მტვერსასრუტით. საუკეთესო ვარიანტია Vileda-ს იატაკის ორთქლით საწმენდი მოწყობილობა, სახელწოდებით - „სთიმ.“ მოწყობილობა ორთქლის საშუალებით ზედაპირებიდან ანადგურებს ბაქტერიების 99%-ზე მეტს. მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე, ასევე ხალიჩაზე და რბილ ავეჯზე. ამ დროს არაა საჭირო არანაირი დამატებითი ქიმიური საშუალება იმისთვის, რომ მივიღოთ წმენდის საუკეთესო ეფექტი. მოპი სამკუთხა ფორმიდან გამომდინარე, მარტივად სწვდება კუთხეებს და რთულად მისადგომ ადგილებს. „სთიმ“ მოპი ასევე დეზინფექციას უტარებს ზედაპირებს.
სანამ ბავშვი ხოხვას დაიწყებს, იატაკის ყოველდღიური წმენდა ჩვევად უნდა გაიხადოთ. თუ მექანიკური მოპის გამოყენება გირჩევნიათ, მაშინ "ულტრამაქსი," ან „ტურბო სმარტი“ გჭირდებათ. 100%-თ მიკროფიბრას შემადგენლობის ტილო საშუალებას იძლევა იატაკიდან ბაქტერიების 99% მხოლოდ წყლით მოაშოროთ. „ულტრამაქსი“ გამოდგება როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდისთვის. ამ შემთხვევაშიც ერთ სათლში ხდება რეცხვისა და წურვის პროცესი.
mshoblebi
იატაკის საწმენდი და სადეზინფექციო ხსნარები საკმაოდ ტოქსიკურია და არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება იქ, სადაც ბავშვია. Vileda-ს „ტურბო სმარტი“ ამ მხრივაც იდეალური გამოსავალია! მას მოყვება წყლის სათლი, სადაც ტილო სატერფულის საშუალებით იწურება სასურველ დონეზე. თქვენ არ მოგიწევთ ხელების დასველება. მოპს ასევე აქვს სამკუთხა ფორმა, რაც ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად. ის მარტივად უდგება რთულ ადგილებს და კუთხეებს. მისი ინოვაციურობიდან გამომდინარე, ის ევროპაში გაყიდვების მიხედვით, №1 იატაკის საწმენდი მოწყობილობაა.
mshoblebi
იატაკის ინოვაციური საწმენდი საშუალებებით ვზოგავთ დროს და ენერგიას.

რა პერიოდიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა ხოხვა?

mshoblebi
როგორც წესი, ხოხვის პერიოდი იწყება 6 თვიდან და გრძელდება 10 თვემდე. პირველი ვარჯიში, რომ ბავშვი ხოხვის დასაწყებად მოემზადოს, მისი მუცელზე დაწვენაა.
სწორედ მუცელზე წოლისას იწყებს ვარჯიშს ხელებისა და ზურგის კუნთები, რომლებმაც ხოხვის დროს ტანი უნდა დაიჭიროს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი არ დაიწყებს ხოხვას ან სიარულს 12 თვემდე, უნდა მიმართოთ სპეციალისტს.






ბეჭდვა