აქტიური სამუშაო დღე, დედლაინები, ვალდებულებები, მუდმივად ეკრანისკენ მიპყრობილი მზერა, დაუსრულებელი სოციალიზაცია და სამსახურის შემდეგ საოჯახო საქმეები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროცესებისა, რომლებსაც ადამიანი ყოველ სამუშაო დღეს, დილიდან საღამომდე გადის და განტვირთვისთვის ძილის წინ მხოლოდ რამდენიმე საათი რჩება.
ძალების აღდგენისა და მშვიდი ძილისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნული დრო დასვენებას, სხვა ადამიანების ენერგიისგან გათავისუფლებასა და განტვირთვას დავუთმოთ. სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობას ემსახურება სამი ცნობილი და წარმატებული კომპანიის პარტნიორობით დაწყებული კამპანია - "იკითხე ძილის წინ", რომელიც ითვალისწინებს ყველაფერს, რაც განტვირთვისთვის აუცილებელია.
გამომცემლობა "პალიტრა L",
"იკითხე ძილის წინ" კამპანიის მიზანია, კითხვის პოპულარიზაცია, სმარტფონის წიგნებით ჩანაცვლება, სტრესის შემცირება, შემეცნებითი უნარების გაზრდა, განწყობის ამაღლება.
სმარტფონის ეკრანის ლურჯი გამოსხივება სწრაფად ჩაძინების პროცესს ხელს უშლის, ამიტომ რეკომენდებულია, საღამოს საათებში ელექტრონულ მოწყობილობებთან კონტაქტი შევამციროთ და ნაკლებად საზიანო აქტივობებს მივმართოთ. ის, თუ როგორ გვეძინა, სრულად განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს. შესაბამისად, ამ პროცესისთვის ყველა საჭირო პირობის შექმნა, იქნება ეს ტელეფონისგან გათავისუფლება, კომფორტულ საღამურსა და საწოლში ძილი თუ ხმაურისთვის თავის არიდება ჩვენი შრომისუნარიანობისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.
"პალიტრა L" -ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ გიორგაძე განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის კამპანია პარტნიორმა გამომცემლობამ Penguin Random House-მა გააკეთა და საინტერესო შედეგებიც მიიღო. მისი თქმით, ეს იდეა არა მარტო წიგნის კითხვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ადამიანებს ცხოვრების ბალანსის დაცვასა და სტრესის შემცირებაში ეხმარება.
"იმედი გვაქვს, ამ კამპანიით უკეთეს და ჯანსაღ ცხოვრების წესს შევუწყობთ ხელს. მეტი ადამიანი დაიცავს ძილის ჰიგიენას, რაც გულისხმობს დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე ტელეფონების, ნოუთბუქებისა და გაჯეტების გვერდით გადადებას და გონების დასვენებას. ვფიქრობთ, ამაში კითხვა ნამდვილად დაეხმარებათ. ფსიქოლოგების თქმით, ძილის წინ წიგნების კითხვა სწრაფად დაძინებას უწყობს ხელს. ამასთან, ის, ვინც ძილის წინ კითხულობს, საინტერესო სიზმრებსაც ნახულობს და დილით პოზიტიური განწყობითა და ენერგიით იღვიძებს. სრულყოფილი ძილი აუმჯობესებს ამცირებს სტრესს და ეხმარება ადამიანს ცხოვრების ბალანსის შენარჩუნებაში. იკითხეთ ძილის წინ, იმოგზაურეთ ლიტერატურის სამყაროში და გამოიძინეთ სრულყოფილად," - აღნიშნავს მარიამ გიორგაძე.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ვინც 20 დეკემბრის ჩათვლით, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საიტიდან 100 ლარიდან ზემოთ ღირებულების წიგნებსა თუ აქსესუარებს შეიძენს, „ეშლი ჰოუმსთორისგან“ 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს.
პარტნიორი კომპანიები "პალიტრა L", "ეშლი ჰოუმსთორი" და "ნინეა" კამპანიის ფარგლებში საინტერესო შეთავაზებებს გაგაცნობენ, რაც ძილის წინ კიდევ უფრო სასიამოვნო კომფორტის მოწყობაში დაგეხმარებათ.