მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი კვლავ იშვიათად ბანენ ბავშვებს - "ასე უფრო ჯანმრთელები არიან..."
მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი კვლავ იშვიათად ბანენ ბავშვებს - "ასე უფრო ჯანმრთელები არიან..."
მას მერე, რაც მსახიობებმა მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა ერთ-ერთ გადაცემაში საჯაროდ აღიარეს, რომ 7 წლის უაიეტსა და 4 წლის დიმიტრის იშვიათად ბანენ, ყოველდღიურ შხაპზე ჩვილობიდან უარს ამბობენ და ფიქრობენ, რომ უფროსებისთვისაც არ არის სასარგებლო ყოველდღიური შხაპი, თანაც საპნით, მათ კრიტიკის ტალღა დაატყდათ თავს. ეგ კი არა, რამდენჯერმე ქუჩაშიც კი წამოაძახეს, ბინძურებოო. წყვილი განსაკუთრებით განხილვადია მშობლების წრეში. ბევრი გულშემატკივარიც გამოუჩნდათ, რომლებიც ეთანხმებიან მილას პოზიციას. "ჩვენ არ ვართ იმ მშობლებს შორის, რომლებიც დაუსრულებლად ბანენ თავიანთ შვილებს, განსაკუთრებით ახალშობილებს. ყოველდღე ნამდვილად არ
ვბანთ, მხოლოდ მაშინ, როცა ჭუჭყიანები არიან. და არ ვიყენებთ უამრავ გელსა და შამპუნს, რომლებსაც საკმაოდ აგრესიული შემადგენლობა აქვს..." - აღნიშნა მაშინ მილამ.
მილას თქმით, მხოლოდ "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს" იბანენ. "ბავშვობაში არ გვქონდა ცხელი წყალი, ამიტომ არც ისე ხშირად ვიღებდი შხაპს".
mshoblebi

altბინძური სახლი, უარი შხაპზე... - მილიონერი ვარსკვლავები, რომლებიც რატომღაც პირად ჰიგიენასა და წესრიგს ყურადღებას არ აქცევენ


3129
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
გგგ
2
არაფერი განსაკუთრებული. უმრავლესობა ეგრე ვართ. ზოგი რომ ამბობს დღეში 7-ჯერ ვბანაობო, 7-ჯერ რომ დავიბანო ძალიან უსაქმური უნდა ვიყო.
22:45 / 02-12-2021
123
1
ღმერთო.
17:06 / 02-12-2021
მსგავსი სიახლეები