ვის მიეცემა მეტი დრო დენის გადასახადის დასაფარად და რატომ მოვა დეკემბერში 2 ქვითარი - სიახლეები სემეკისგან
ვის მიეცემა მეტი დრო დენის გადასახადის დასაფარად და რატომ მოვა დეკემბერში 2 ქვითარი - სიახლეები სემეკისგან


ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია 2022 წლის პირველი იანვრიდან ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ, აბონენტების ერთი ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადის გადასახდელად მეტი დრო ექნება, ვიდრე სხვებს.
"2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის საფასურის გდახდისას პენსიონერები და სოციალურად დაუცველების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, სპეციალური ვადებით ისარგებლებენ ის პირები, რომლებთაც მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, სარგებლობენ გარკვეული სოციალური პაკეტით. ამ პირებისათვის ელექტროენერგიის გადახდის ბოლო ვადა მორგებული იქნება საარსებო შემწეობის მიღების ვადაზე. სოციალურად დაუცველებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა ყოველი თვის 22
რიცხვამდე შეეძლებათ. რაც შეეხება პენსიონერებს, ეს ვადა 16 რიცხვამდე იქნება."- გვითხრეს სემეკში.

აღსანიშნავია, რომ შეღავათით ისარგებლებენ ჩამოთვლილი სტატუსის მქონე ის ადამიანები, რომლებიც აბონენტებად არიან რეგისტრირებულნი და მათ სახელზე მიდის ქვითარი. პირობითად, შეღავათინი ვადით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ის პენსიონერები, რომელთა სახელზეც მიდის ქვითარი.

ორი ქვითარი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნიობით, დეკემბერში თბილისის მოსახლეობის ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს. თვის დასაწყისში ნოემბრის მოხმარების გადასახადს, ხოლო დეკემბრის ბოლოს ამ თვის გადასახადის შესაბამის ქვითარს. როგორც სემეკში განგვიცხადეს, მრიცხველების წაკითხვა 28-31 დეკემბერს განხორციელდება. თუ ქვითრის გაცემა 31 დეკემბერს მოუწევს, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მოქალაქეები მას იანვრის პირველ რიცხვებში მიიღებენ.


ძვირდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი

როგორც ცნობილია, წინა წელს ელექტროენერგიის საფასური 3,5 თეთრით გაიზარდა.
თუმცა, საქართველოს მთავრობამ მთელი 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის არსებულ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა დააფინანსა, შესაბამისად, მოქალაქეებს, ვინც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, ეს გაძვირება წელს არ უგრძვნიათ. ეს პროგრამა დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.
გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება 2022 წლიდან ჯერჯერობით უცნობია.
"ზოგადად, სუბსიდირების ნაწილი მარეგულირებლის უშუალო კომპეტენციაში არ შედის, თუმცა, როგორც ვიცით, მომავალი წლის ბიუჯეტში გარკვეული მიზნობრივი ჯგუფებისთვის სუბსიდირება გათვალისწინებული იქნება. ამის შესახებ, მთავრობა შესაბამის განცხადებებს გააკეთებს."- გვითხრეს სემეკში.

ქვითარი ყველასთან ერთ დროს მივა

"თბილისის მასშტაბით აქამდე მრიცხველების წაკითხვა და შესაბამისად, ქვითრის მიღება სხვადასხვა პერიოდში ხდებოდა. მაგალითად, ერთ კონკრეტულ უბანში სხვა დროს მიდიოდა, მეორეში კი - სხვა დროს. პირველი იანვრიდან ერთიანი სისტემა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან მრიცხველების წაკითხვა ყოველი თვის ბოლოს მოხდება. შესაბამისად, თბილისის მოსახლეობა ქვითარს ყოველი თვის დასაწყისში მიიღებს და თუ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მივეკუთვნებით, ამ შემთხვევაში, გადასახადის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გადავიხადოთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური." -განგვიცხადეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში.

მათივე ინფორმაციით, მრიცხველების წაკითხვის ცვლილება პირველი იანვრიდან თბილისში განხორციელდება, ხოლო აპრილიდან საქართველოს ყველა რეგიონში. ხოლო გარკვეული ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებული ცვლილება ყველგან, მთელ საქართველოში განხორციელდება.


თამარ იაკობაშვილი

10211
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
dato
2
ომის ვეტერანო 2 ლარიო რო ამბობ 100 ლარამდე რო გაგიზარდეს ახალი წლიდან არ გაგიგია?
15:57 / 03-12-2021
დუდუ
11
ჯერ სად ხართ იხადეთ ოცნების დაგროვილი მილიარდებიიიიიიიიიიიი......ამდიდრეთ კალაძის ბიზნესები და ლოკეთ გამოხრული ძვლები საახალწლოდ
18:37 / 02-12-2021
მსგავსი სიახლეები