სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ქართველ გოგოს აქვს სილამაზე, ჭკუა და ეშხი.. მერე რატომღაც ეს ლამაზი გოგოები გადაიქცევიან ხოლმე დედაკაცებად... ხშირად - მამაკაცის გამო" - ნუკი კოშკელიშვილი
"ქართველ გოგოს აქვს სილამაზე, ჭკუა და ეშხი.. მერე რატომღაც ეს ლამაზი გოგოები გადაიქცევიან ხოლმე დედაკაცებად... ხშირად - მამაკაცის გამო" - ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი ინსტარგამზე ვრცელ პოსტს ავრცელებს და ქალებს მიმართავს:

"ცუდი ფოტოა, არც მე მომწონს პირი მაქვს დაღებული ბაყაყივით. მაგრამ უძალიანასედ დაღლილზე მომინდა ეს მეთქვა ჩემი მკითხველებისთვის მნიშვნელოვანია!!! ტიკ-ტოკი მაჩვენებს იმ კონტენტს, სადაც ვარ, ბოლო თვეები ამერიკაში რომ ვიყავი, სულ იქაურებს მაჩვენებდა, ახლა ვიძინებ და ვსქროლავ და სულ ქართველები არიან… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველი ქალები არიან ყველაზე გემოვნებიანები, ეშხიანები და ლამაზები. აი, შეიძლება ეტყობოდეს გოგოს, რომ გაჭირვებულინოჯახიდან არის, მაგრამ მაინც ჯობია ნებისმიერ სუპერსთარს საზღვარგარეთ. არ ვიგონებ და არ გეპირფერებით. ქართველ
გოგოს აქვს სილამაზე, ჭკუა და ეშხი.. მერე რატომღაც ეს ლამაზი გოგოები გადაიქცევიან ხოლმე დედაკაცებად, ხშირად მამაკაცის გამო. თხოვდები და გხვდება არასწორი პიროვნება, რომელიც იმის ნაცვლად, გაგზარდოს, გზღუდავს… მოკლედ ეს პოსტი შემხვდა ფეისბუკზე და იყო მიძღვნილი მამრებისთვის, მე კი ვფიქრობ, გოგოებო, თქვენ უნდა წაიკითხოთ და არასდროს დაიჭიროთ საქმე იმასთან, ვისაც ეს მარტივი პრინციპები გააზრებული არ აქვს.
ამონარიდი ფეისბუკიდან:

საზეპირო მამაკაცებისთვის:

„თუ ირჩევთ ქალს რომელიც მუშაობს, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ის სახლის საქმეებს ვერ გაუმკლავდება.
* თუ თქვენ შეარჩიეთ დიასახლისი, რომელსაც შეუძლია თქვენზე ზრუნვა და სრულად გადაიბაროს სახლის მართვა, უნდა აღიაროთ, რომ ის არ გამოიმუშავებს თანხებს.
* თუ მორჩილი ქალი აირჩიეთ, უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ
იქნება თქვენზე დამოკიდებული და უნდა უზრუნველყოფო მისი ცხოვრება სათანადოდ.
* თუ გადაწყვეტთ ძლიერ ქალთან ყოფნას, უნდა აღიაროთ, რომ ის მკაცრია და თავისი აზრი აქვს.
* თუ ლამაზი ქალი აირჩიეთ, მოგიწევთ აიტანოთ მასთან დაკავშირებული დიდი ხარჯები.
* თუ გადაწყვეტთ წარმატებულ ქალთან ყოფნას, უნდა გესმოდეთ, რომ მას აქვს თავისებური ხასიათი და აქვს საკუთარი მიზნები და ამბიციები.
სრულყოფილი არ არსებობს.
თითოეულ მათგანს აქვს თავისი იდუმალება, რომელიც მას ხდის უნიკალურს.
გაჩერდი და იფიქრე“ - ჯეკი კუპერი...

გოგოებო!!
არ დაგავიწყდეთ, განსაკუთრებულები ხართ, ყოველდღე გახსოვდეთ - ხართ განსაკუთრებულები და ყველაფერი შეგიძლიათ!!! არანაირი არავინ არ ღირს თქვენი თავის ფასად, თუ არ გაფასებთ და არ უყვარხართ როგორიც ხართ, ისეთი..."
ბეჭდვა