- მე-14 წელია, შეიარაღებულ ძალებში ვარ. 2008 წელს ჯარში სამსახური ძალზე პოპულარულად ითვლებოდა. მართალია, არცთუ ისე პატარა ვიყავი, 33 წლის, მაგრამ თვითრეალიზიციის შესაძლებლობა გამიჩნდა... ჯარში კონტრაქტით სამსახური ახალი დაწყებული იყო, ამიტომ მივედი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარში ნამდვილად შემეძლო მსახურობა, მომიწია სამხედრო "კარანტინის"
- სამშვიდობო მისიების შესახებ მოგვიყევით.
- ორჯერ ვიყავი "ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში". 2015 წლიდან ეს მისია ბაგრამის ბაზაზე იყო განთავსებული, სადაც პირველად 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად ვიმყოფებოდი. ავღანეთში მისია ყველა დროს რთული იყო, მუდმივად არსებობდა რისკები, არასოდეს ყოფილა მოვლენების განვითარება პროგნოზირებადი, თუმცა 2015 წლის შემდეგ ქართველი სამხედროების საბრძოლო ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, ადამიანების შემოსვლის და ტექნიკის კონტროლი იყო... ავღანეთში ყოფნისას ჩემი მისია ჩემი ზოგადი მოვალეობისგან განსხვავდებოდა.- პირველ მისიაზე გვიამბეთ.
- 2015პირველ მისიაში წიგნები არ მქონდა წაღებული, ძალიან განვიცდიდი, კითხვა მიყვარს. რამდენჯერმე ვთქვი მთავარ სერჟანტთან, - რა კარგი იქნება, ქართული წიგნების ბიბლიოთეკა რომ გვქონდეს-მეთქი. შემდეგ, როდესაც როტაცია მოხდა, გიორგი კეკელიძის თაოსნობით, ძალიან მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა.
- რა სახის ჯანმრთელობის პრობლემებით შემოდიოდნენ ადგილობრივები?
- მე არ მინახავს ნაღმზე აფეთქებით დაზიანებული ადამიანები, რადგან იქაური ქალების უმეტესობა მაინც ჰიჯაბსა და ნიქაბს ატარებდა, თვალებზეც კი ბადე ჰქონდათ ჩამოფარებული, ამიტომ თვალების დანახვაც კი ჭირდა. კორეელ სამედიცინო პერსონალს მეტი ინფორმაცია ექნებოდა. თუმცა, მახსოვს ერთი გოგონა, რომელმაც თარჯიმნის დახმარებით გვითხრა, რომ სოფელში გიჟს ეძახდნენ... ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, ქცევებზე ეტყობოდა, მაგრამ გიჟი არ იყო. სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის უფლება არ ჰქონდა. სოფლის თავი, მალიქი წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით საზღვრავდა, ჰოსპიტალში ვინ უნდა შესულიყო. ვიცი, რომ სოფლის მოსახლეობიდან ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ვინც შემოდიოდა, ეტყობოდა, ძალიან უჭირდა, ცუდად ეცვათ, მაგრამ მოუვლელი, ჭუჭყიან ტანსაცმელში ჩაცმული ბავშვი არ მინახავს. არადა, სულ ვეკითხებოდით, ხომ არ შიოდა ან ხომ არ sციოდა ბავშვს? ვიცოდით, ქვეყანაში რაც ხდებოდა, გული არ გვითმენდა და პაციენტი ბავშვის მდგომარეობით გულწრფელად ვინტერესდებოდით. სამხედრო წესის გათვალისწინებით, ჩვენს დამოკიდებულებას დიდი აღფრთოვანებით არ ხვდებოდნენ, რადგან ჩარჩოში ვიყავით მოქცეული. პირველ მისიაში, ჩემთან ერთად იყო სამხედრო ექიმი - ნანა ცხადაძე, რომელმაც 2008 წლის ომი გამოიარა და ძალიან კარგად იცის ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ომისა და მშვიდობის ფასი. ერთხელ დედამ პატარა, რვა თვის ბიჭი დაგვიტოვა, თავად გამოკვლევებზე წავიდა. ბავშვს არც წინდა ეცვა და არც ფეხსაცმელი. რომ არ შესცივნოდა, "ხებე" გავიხადე და იმაში შევფუთე... ბავშვობაში დედა მიმღეროდა მეგრულ "ნანას", ტექსტი კარგად არ მახსოვდა, მაგრამ მე და ნანამ, როგორც გვახსოვდა, ისე ვუმღერეთ და დავაძინეთ. როდესაც ქალი კვლევებიდან დაბრუნდა, ძალიან გაუკვირდა ტკბილად ჩაძინებული ჩვილის ნახვა. ხშირად ვატანდით ბავშვებს ტკბილეულს, ნამცხვარს, შოკოლადებს, ქალებს ჰიგიენურ საშუალებებს ვჩუქნიდით. არასდროს დამავიწყდება მათი მადლიერი თვალები. ამას არავინ გვავალებდა, უბრალოდ ასე გვესმოდა ქალური სოლიდარობა.
არ ვიცი, კოალიციური ჯარების გამოსვლის შემდეგ როგორ გაგრძელდა ჰოსპიტლის მუშაობა, რადგან ჩვენი პირველი მისიიდან ოთხი თვის შემდეგ ჰოსპიტალი ადგილობრივებს, ავღანურ ჯარს გადაეცა. ჩვენ შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გადავინაცვლეთ და ავღანელ პოლიციელ ქალებთან გვქონდა კომუნიკაცია. განაგრძეთ კითხვა