ამ კუპიურების მიმოქცევის ვადა იწურება, შეამოწმეთ და დროულად გადაცვალეთ - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ამ კუპიურების მიმოქცევის ვადა იწურება, შეამოწმეთ და დროულად გადაცვალეთ - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ახსენებს, რომ 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა იწურება.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. 2022 წლის პირველი იანვრიდან, 1995 - 99 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72) იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-99
წლების ემისიის ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად განახორციელოს." - აღნიშნულია განცხადებაში.

იმისათვის, რომ გადაამოწმოთ, როგორ გამოიყურება აღნიშნულ თარიღებში გამოშვებული ლარის ბანკნოტები, უნდა შეხვიდეთ საიტზე: moneymuseum.nbg.gov.ge-ზე.
შეგახსენებთ, ყოველ კუპიურას თარიღი აწერია ზედა მარცხენა კუთხეში.


თამარ იაკობაშვილი

148723
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
ქეთი
1
ეს ახალი ხუთ ლარიანია...შეგეშალათ
10:53 / 04-01-2022
ელისო
4
ანაბარსაც ეხება
22:22 / 27-12-2021
ღარიბ-ღატაკი, მიხო!
1
ვისც ოხრად აქვს ეს ლარები, იმათ დაერხევათ, ღარიბებს რაც არა გვაქვს, არა გვაქვს!
21:00 / 26-12-2021
ეკა
5
ანაბარსაც ეხება? ბანკში შეტანილ თანხას ვგულისხმობ.
11:56 / 12-12-2021
ლაშა
1
1 ლარიანი და 2 ლარიანი მაქვს ზველი ახალია ორივე რამდენს მომცესმს ნეტა ბანკი ან სადმივიტანო
08:43 / 12-12-2021
მსგავსი სიახლეები