- სახლი ჩემთვის ასოცირდება ოჯახთან, სიმყუდროვესთან და სიმშვიდესთან. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს. ბინა, სადაც ახლა ვიმყოფებით, დაახლოებით
- ბინა რა მდგომარეობაში შეიძინეთ?
- ჩვენამდე ამ ბინაში ცხოვრობდნენ. რომ შევიძინეთ, შავ კარკასამდე დავიყვანეთ და მერე დავიწყეთ რემონტი. საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. მით უმეტეს, იმ დროს მე უფრო დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამიტომ ყველაფერზე ნუცა ზრუნავდა. ერთმანეთს ვუთანხმებდით სხვადასხვა დეტალს და შემდეგ ნუცა მიდიოდა ელიავას ბაზრობაზე ან მაღაზიებში, ხან მუშებთან ერთად, ხანაც მარტო. საერთო ჯამში უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი. დაახლოებით სამი თვე დასჭირდა რემონტს. მაშინ ახალი წყვილი ვიყავით და ძალიან ვჩქარობდით ცალკე გადასვლას.- ორივეს ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ ატარებთ სახლში თავისუფალ დროს, როგორ ისვენებთ?
- რაც სანი გაჩნდა, მას შემდეგ დასვენება ძვირი სიამოვნებაა ჩვენს ოჯახში. ერთადერთი აივანია, სადაც რამდენიმე წუთით გამოვარიდებ ხოლმე თავს, ფინჯან ყავას ვსვამ და ვნებივრობ.- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში სანის დაბადების შემდეგ?
- მან აბსოლუტურად ყველაფერი შეცვალა. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაფერი გახდა. მთავარია, სანი იყოს კარგად და კომფორტულად. მთავარი არის ის და მერე სხვა დანარჩენი. სახლში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მისი ნივთებია, ყველა ფეხის ცერებზე დავდივართ და ალბათ ასე ვიქნებით გარკვეული პერიოდი.- სანი და თქვენი ოთხფეხა მეგობარი ლილიკო როგორ თანაცხოვრობენ?
- ძირითადად სანი იწვევს ხოლმე ლილიკოს, ფეხების ქნევით, თავისებური ხმაურით, ლილიკოც ლოკავს, ეთამაშება. გარდა ამისა, ხშირად პარავს სათამაშოებს. მათი ერადერთი პრობლემა ისაა, რომ ვერ იყოფენ სათამაშოებს. აი, ფეხს რომ აიდგამს სანი, მერე "დავიღუპებით", წავა ჭიდაობა.ინტერვიუ სრულად და სახლის ფოტოები იხილეთ ჟურნალ "შინ"-ის ახალ, ზამთრის ნომერში, რომელიც უკვე იყიდება.
