ცნობილების საახალწლო ფოტოსესიები და ნაძვის ხეები - „რატომ ველოდო ახალი წლის დადგომას? ავდგები და დავდებ ამ გადასარევ ფოტოებს“ - მშობლები

ცნობილების საახალწლო ფოტოსესიები და ნაძვის ხეები - „რატომ ველოდო ახალი წლის დადგომას? ავდგები და დავდებ ამ გადასარევ ფოტოებს“

2021-12-10 07:22:08+04:00

დეკემბრის დადგომასთან ერთად ნელ-ნელა დაიწყო საახალწლო ფუსფუსი. ნაძვის ხის აწყობა და მისი სოციალურ ქსელში გამოფენა უკვე ტრადიციად იქცა. ბევრი ნაძვის ხეს ნოემბერშიც კი რთავს, ისე ეჩქარება ახალი წელი და სურს, მის სახლში სადღესასწაულო განწყობამ დაისადგუროს.

საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც დადგეს ნაძვის ხეები და საახალწლო ფოტოსესიებიც მოაწყვეს.

mshoblebi

ერთ-ერთი პირველი, ვინც საახალწლო ფოტოები გაასაჯაროა სალომე ბაკურაძე იყო „რატომ ველოდო ახალი წლის დადგომას? ავდგები და დავდებ ამ გადასარევ ფოტოებს“, - დაწერა და უსაყვარლეს შვილთან სანტისთან ერთად გადაღებული ფოტოებით დაამშვენა სოციალური ქსელი.

mshoblebi

მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ უზარმაზარი ნაძვის ხის ფონზე გადაუღო შვილს ფოტო და ასე შეიტანა საახალწლო განწყობა ინსტაგრამ გვერდზე.

mshoblebi

ტრადიცია არ დააღვია ნინო ჩხეიძემ, რომელმაც ნაძვის ხის ფონზე, თეთრ კაბაში გამოწყობილმა იპოზიორა.

mshoblebi

თეთრზე შეაჩერა არჩევანი თამო ვაშალომიძემაც და ამჯერად საახალწლოდ მოწყობილ-განათებული სახლის ფონზე „სახლურ“ ფორმაში წარდგა გამომწერების წინაშე.

mshoblebi

ნანუკა გოგიჩაიშვილმა მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია პაემანზე დაპატიჟა და ვეებერთელა ნაძვთან შესანიშნავი ფოტოც გადაიღო.