დეკემბრის დადგომასთან ერთად ნელ-ნელა დაიწყო საახალწლო ფუსფუსი. ნაძვის ხის აწყობა და მისი სოციალურ ქსელში გამოფენა უკვე ტრადიციად იქცა. ბევრი ნაძვის ხეს ნოემბერშიც კი რთავს, ისე ეჩქარება ახალი წელი და სურს, მის სახლში სადღესასწაულო განწყობამ დაისადგუროს.
საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც დადგეს ნაძვის ხეები და საახალწლო ფოტოსესიებიც მოაწყვეს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც საახალწლო ფოტოები გაასაჯაროა სალომე ბაკურაძე იყო „რატომ ველოდო ახალი წლის დადგომას? ავდგები და დავდებ ამ გადასარევ ფოტოებს“, - დაწერა და უსაყვარლეს შვილთან სანტისთან ერთად გადაღებული ფოტოებით დაამშვენა სოციალური ქსელი.
მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ უზარმაზარი ნაძვის ხის ფონზე გადაუღო შვილს ფოტო და ასე შეიტანა საახალწლო განწყობა ინსტაგრამ გვერდზე.
ტრადიცია არ დააღვია ნინო ჩხეიძემ, რომელმაც ნაძვის ხის ფონზე, თეთრ კაბაში გამოწყობილმა იპოზიორა.
თეთრზე შეაჩერა არჩევანი თამო ვაშალომიძემაც და ამჯერად საახალწლოდ მოწყობილ-განათებული სახლის ფონზე „სახლურ“ ფორმაში წარდგა გამომწერების წინაშე.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია პაემანზე დაპატიჟა და ვეებერთელა ნაძვთან შესანიშნავი ფოტოც გადაიღო.