ბილ გეითსმა აღიარა, რომ განქორწინება მძიმედ გადაიტანა და პანდემიის დასრულების თარიღიც ივარაუდა: "ეს წელი უარესი იყო მთელი ჩემი 66-წლიანი ცხოვრების განმავლობაში"
ბილ გეითსმა აღიარა, რომ განქორწინება მძიმედ გადაიტანა და პანდემიის დასრულების თარიღიც ივარაუდა: "ეს წელი უარესი იყო მთელი ჩემი 66-წლიანი ცხოვრების განმავლობაში"

66 წლის მილიარდერი და Microsoft -ის დამდუძნებელი ბილ გეითსი არ მალავს, რომ ცოლთან განქორწინება ძალიან რთულად გადაიტანა. წლის შეჯამებისას გეითსმა პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა და აღიარა, რომ მეუღლესთან 27-წლიანი ქორწინების დასრულება ყველაზე მძიმე რამ იყო მის ცხოვრებაში.
„ვერ უარვყოფ, მეუღლესთან განქორწინება ჩემთვის ძალიან დიდი დარდის მიზეზი გახდა. ამ განქორწინების გამო გასული წელი ყველაზე რთული იყო მთელი ჩემი 66 წლის სიცოცხლის განმავლობაში. ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება. თუმცა მელინდასთან ერთად ვმართავ ჩვენს ფონდს. ურთიერთობის ახალი გზები ვიპოვეთ“ - წერს ბილ გეითსი თავის ბლოგში.
როგორც გახსოვთ, ტავის დროზე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბილ გეიტსის განცხადებას, რომ განქორწინებას აპირებს. ოჯახი, რომელიც 27 წლის განმავლობაში სამაგალითოდ მიიჩნეოდა, მოულოდნელად დაინგრა.

მაშინ მიზეზებზე ბილს არაფერი დაუწერია, უბრალოდ თქვა, როგორც წყვილი ვეღარ განვვითარდებითო და ისიც დაწერა, რომ საერთო საქველმოქმედო ფონდს ერთობლივად უხელმძღვანელებენ კვლავაც.
წლის შემაჯამებელ ბლოგში გეითსმა პანდემიაზეც ისაუბრა და ივარაუდა, რომ კორონავირუსის პანდემიის „მწვავე ფაზა“ 2022 წლისთვის დასრულდება. ამის შესახებ მან თავის ბლოგში GatesNotes-ში დაწერა.
„როცა ალენ პოლთან ერთად Microsoft-ს ვაფუძნებდი, ვიცოდი, რომ პერსონალური კომპიუტერული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი, თუ ის გახდებოდა ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება გარესამყაროსთა. 2021-ში ძალიან ბევფრი დღე იყო ისეთი, როცა ადამიანებს მხოლოდ ეკრანის საშუალებით
ვეკონტაქტე, - წერს გეითსი და აღიარებს, რომ პანდემიის დასასრული უფრო ახლოს ეგონა, თუმდა „დელტა“ შტამმა ყველაფერი ტავდაყირა დააყენა.


„ახლა მეცნიერებს ყველაზე მეტად „ომიკრონი“ აღელვებთ, რადგან ის საკმაოდ არაპროგნოზირებადი ჩანს. მალე გაირკვევა, რამდენად ეფექტურად გვიცავენ მისგან ვაქცინები და ანტისხეულები. მომავალში ვაქცინებთან ერთად ანტივირუსული პრეპარატებიც შეამცირებენ კოვისდ-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას,“ - აღნიშნავს ბილ გეითსი, რომლის ფონდიც აფინანსებს იმ მეცნიერებს, რომლებიც „ომიკრონს“ სწავლობენ.

„პროგნოზების გაკეთება სისულელეა, თუმცა პანდემიის მწვავე ფაზა 2022 წელს უნდა დასრულდეს“ - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ პანდემიასთან ბრძოლას ხელი შეუშალა დეზინფორმაციამ, შეთქმულების თეორიებმა, რომელშიც, სამწუხაროდ“ მეც გამრიეს“ - წერს მილიარდერი.

altვინ არის ქალი, რომელსაც ბილ გეიტსის 27-წლიანი ქორწინების რღვევას აბრალებენ?

altაი, როგორ ცხოვრობს პლანეტის ყველაზე მდიდარი მამის - ბილ გეიტსის უფროსი ქალიშვილი





4256
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თამაზ
0
ამ დიპლლიპიტომ საიდან იცის როდის დასრულდება პანდემია?.. იქნებ ვინმე ნაკლებად ბრიყვი დაინტერესდეს ამ. ფულის სკივრით...
00:26 / 18-12-2021
გიორგი
2
ეს კაცთმოძულე კაციჭამია იმ ქვეყნად რომ წავა, მერე ნახოს "დეპრესიები".
23:48 / 10-12-2021
მსგავსი სიახლეები