"ამ ფილმში სა­ოც­რად ლა­მა­ზია ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე" - ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი
"ამ ფილმში სა­ოც­რად ლა­მა­ზია ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე" - ლიკა ქავჟარაძისა და ლევან უჩანეიშვილის ნაკლებადცნობილი კინოროლი

"ყუ­ბა­ჩუ­რი სა­მა­ჯუ­რის სა­ი­დუმ­ლო" ნაკ­ლე­ბა­დც­ნო­ბი­ლი ფილ­მია, რომ­ლის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბამ თით­ქმის არ იცის, მათ შო­რის ქარ­თველ­მა კი­ნომ­ცოდ­ნე­ებ­მაც... ცოტა ხნის წინ ის­ტო­რი­კოს­მა სერ­გი ცენ­ტე­რა­ძემ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც მსა­ხი­ო­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზია, ფო­ტომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

სერ­გი ცენ­ტე­რა­ძემ ფილ­მის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბო:

- ეს ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია და­ღეს­ტან­ში1982 წელს. ფილ­მის რე­ჟი­სო­რია რა­ფა­ელ გას­პა­რი­ან­ცი. ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლია ცნო­ბი­ლი და­ღეს­ტნე­ლი მწერ­ლის ახ­მედ ხან აბუ-ბა­ქა­რის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­თხრო­ბის "სა­მა­ჯუ­რი ძვირ­ფა­სი ქვე­ბით" მი­ხედ­ვით... ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ ლე­ვან უჩა­ნე­იშ­ვი­ლი და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე. ეს გახ­ლავთ ლა­მა­ზი, ოდ­ნავ სევ­დი­ა­ნი ფილ­მი მთი­ელ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე,
რომ­ლე­ბიც და­ღეს­ტნის ულა­მა­ზე­სი აუ­ლი­დან - ყუ­ბა­ჩი­დან არი­ან. აული ყუ­ბა­ჩი ოდით­გან გან­თქმუ­ლია ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ი­უ­ვე­ლი­რო საქ­მეს ეწე­ვი­ან (ცნო­ბის­თვის ამ სოფ­ლი­და­ნაა ცნო­ბი­ლი ხე­ლო­ვა­ნი ქალი ბა­ნა­ბა მა­გო­მე­დო­ვა , რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბიც უხ­ვა­დაა ფილმში).

- რას იტყო­დით ფილ­მის ხა­რისხზე?


- ფილ­მი სა­სი­ა­მოვ­ნოდ სა­ყუ­რე­ბე­ლია, ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით ნამ­დვი­ლად არ არის შე­დევ­რი, მაგ­რამ ამ ფილ­მის ნახ­ვა თუნ­დაც იმი­ტომ ღირს, რომ დატ­კბეთ ლი­კა­სა და ლე­ვა­ნის ეკ­რა­ნუ­ლი წყვი­ლის სი­ლა­მა­ზით. ამ ფილმში სა­ოც­რად ლა­მა­ზია ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე, გან­სა­კუთ­რე­ბით ფილ­მის მე­ო­რე ნა­წილ­ში, როცა მოქ­მე­დე­ბა ულა­მა­ზეს აულ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ლიკა ყუ­ბა­ჩელ­თა სა­მოს­ში გახ­ლავთ გა­მო­წყო­ბი­ლი. ამ მო­მენ­ტებ­ში ლიკა შე­უ­და­რე­ბე­ლია და სა­წყე­ნია, რომ ქარ­თულ­მა კი­ნომ ეს სი­ლა­მა­ზე სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა.
განაგრძეთ კითხვა
3492
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები