ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მორიგ აქტუალურ პრობლემას მიეძღვნა რამდენიმე სერია და მაყურებლების მხრიდან საკმაოდ აქტიური გამოხმაურებებიც მოჰყვა. ახალგაზრდები და ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა ტიპის მშობლები, რომლებიც პრობლემას სხვადასხვანაირად უმკლავდებიან და შვილების მიმართ დამოკიდებულებაც სხვადასხვანაირი აქვთ, დანაშაული, რომლის "აკიდებასაც" უდანაშაულო ადამიანისთვის ცდილობენ და ა.შ.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო გამოხმაურებას:
ძლივს რეალური პრობლემა და რეალური სიტუაცია დადეს. რამდენი მაკოს მამისნაირებია მთელ ქვეყანაში და რამდენი ჯეკოსნაირები მიიყვანეს ან თვითმკვლელობამდე, ან მკვლელობამდე ან ნარკომანიამდე... მშობლები კი საკუთარ კომპლექსებში ჩაკეტილები კიდევ აუბედურებენ შვილებს. იყო ასეთი ფილმი "ლაქა'', მაშინ ძაან არ მოეწონათ ქართველებს და მალე დაივიწყეს. ეს რეალობა კი ათწლეულებია არსებობს. მარტო ახლა არა, უბრალოდ ფორმები შეცვალა, მოზარდის პიროვნების დეფორმირება კი დღესაც წარმატებულად მიმდინარეობს... როგორ ფიქრობთ, როგორი ბავშვები იკლავდენ თავს ლურჯი ვეშაპის თამაშის დროს? მშობლები კი ტყემალზე ზიან და ვიღაცას ეძებენ მოსაკლავად. ყოჩაღ დათოს, მეტი უნდა ექნა ამ ცხოველისთვის (პერსონაჟს ვგულისხმობ). ასეთი მოძალადე ფსიქოტიპი მამები არიან საკუთარი შვილების მტრები. ასეთ ოჯახში გაზრდილი შვილები კი - არაჯანსაღი ფსიქიკის. ბრავო, დევდარიანო, როგორც ყოველთვის კიდევ ერთ მტკივნეულ თემას შეეხე. ჯეკო უკარგესი საყვარელი წესიერი ადამიანია. რამხელა პრობლემაა სინამდვილეში ეს ამბავი. იმის მაგივრად, რომ ეს კაცი დამჯდარიყო თავის შვილთან და გულახდილად ესაუბრა, ქუჩა-ქუჩა დარბის, დამნაშავის ძებნაში ხდება სული. იმიტომ, რომ შვილს რომ უკლავდნენ, ეგ კი არ ადარდებს, ნარკოტიკით რომ კვდებოდა მაგის შვილი, მაგის გამმართლებელ მიზეზს ეძებს, რომ მაქსიმალურად პირნათელი იყოს ნათესავ-მეზობლების თვალში. ასეთ ხალხს შეუგნებელი და უგულოები ჰქვიათ და რომც მოკვდომოდა შვილი, მაინც ვერ გააცნობიერებდა რეალური პრობლემა რაშია და რომ ძალიან სიღრმისეულად თუ ჩავძვრებით ამ ამბავში, თავადაა დამნაშავე, რომ მისი შვილი ასეთია და ასეთ ამბებში ეხვევა... დათო რა საყვარელი მამაა. არსებობენ უპირობოდ კარგი მშობლები, რომლებმაც ყოველთვის იციან, როგორ მოიქცნენ სწორად და არასდროს არაფერი ეშლებათ, მაგრამ არსებობენ მშობლები, რომლებიც ძალიან ცდილობენ კარგი მშობლები იყვნენ და ეს დასაფასებელია. დათო ცდილობს. ხან გამოსდის, ხან არა, მაგრამ ცდილობს ძალიან. შვილებიც არასდროს მიუტოვებია. ეს წესიერი და პატიოსანი ბიჭი გვერდით დაუდგა თანამშრომელს და ამ ვიგინდარამ იმის მაგივრად, ჯერ მოიყვანოს აზრზე შვილი, ჯეკოს მიუვარდა. ასეაა ზოგადად და ეს სერიალიც იმიტომ მიყვარს, იქნებ აუხილოს თვალები ბევრ მშობელს. ტიპიური გრუზინი, რა მხეცი კაცია. დღევანდელი 90% მამაკაცების სახე. ხომ ნახეთ, პატარა ბიჭიც რომ ჰყავს, როგორი შეშინებული იყო საწყალი ბავშვი. ამ კაცის ღრიალით და ყვირილით, ცოლმა რომ უთხრა, “ხმას თუ არ გაგცემს, არ ეჩხუბოოო”, ასეთი ადამიანები რეალობაში არსებობენ. არც კარგი მამაა და დარწმუნებული ვარ, არც მეუღლე, სამწუხაროდ. ასეთი თათასნაირი გოგოები არიან იმის მიზეზი დღეს, რომ პატარა ბავშვები ერთმანეთს კლავენ. საკუთარი თავის დასაძვრენად ან უმიზეზოდ სხვას რომ აწმინდავენ ხელებს. ეს ღუპავს ამ თაობას... მშობელი არ ენდობა საკმარისად საკუთარ შვილს... კიდევ კარგი არსებობს ეს სერიალი და ბევრი თინეიჯერის და ზოგადად ქართულ ყოფას აშუქებს, თორემ სიბნელე მერე გენახათ თქვენ. ამ შემთხვევაში ნინა, როგორც დედა, მართალია. შეიძლება შვილს ენდობა, და აჩვენებს კიდეც, რომ ნდობა და სჯერა მისი, მაგრამ გადამოწმება და დარწმუნება სურს. ისეთი დროა, ნამდვილად სჭირდებათ მაგ ასაკის შვილებს ცივილური კონტროლი. ასეთი მამა არ გყავდეს ჯობია... ეს ყვირილი და მუდმივი აგრესია ბავშვს დეპრესიაში და სტრესში აგდებს... და ეს მუდმივად საწყალი დედა... მარა მეორე ამბავი, რომ ასეთი მშობლების გამო შვილები ბოროტდებიან და არასწორად იზრდებიან, ძაან მართალი არაა, კაი კომფორტულ გარემოში გაზრდილი უზრდელი და თავხედი მაინც ბევრი მინახავს, გატუტუცებული! ასეთი მშობლების გამო იზრდებიან ბავშვები, რომლებიც არიან მოძულეები, ბოღმიანები, ნეგატიური და ირონიულები! რაც მთავარია ჰო, ბოროტები, არაკონტაქტურები! ძალიან დროული და კარგი თემა შემოვარდა სერიალში, თითქმის ბევრ ოჯახში რომ ხდება და ჩვეულებრივი მოვლენა გონიათ. მოვლენებს არ მინდა გავუსწრო, თუმცა ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება სცენარი. ეს სერიალი აღმოჩენაა და პირდაპირ გადმოცემა საქართველოს მცხოვრებლების, ყველა სეზონი ცხოვრებისეული სცენებით არის სავსე. მაგრები ხართ, მსახიობიან, სცენარიან, რეჟისორიან, ოპერატორიანად. მამას რომ აკრიტიკებთ, ეს აცანცარებული გოგო-ბიჭები რომ წავიდნენ და პლანი მოწიეს, კიდევ გაურკვეველი ფხვნილი მიიღეს, ეს რეალობაში ჩვენმა თინეიჯერმა შვილებმა შესაძლოა გააკეთონ. რატომ არ იღებდნენ პასუხისმგებლობას? არც სასწრაფოს იძახებდნენ და ყველა გაიქცა ჯეკოს და იმ მეორე ბიჭის გარდა. ჯეკო ჩანს, რომ კარგად აღზრდილია, ჰუმანური ადამიანია. მეც ამ გოგოს მამისნაირი რეაქცია მექნებოდა, უფრო უარესი, მსგავს სიტუაციაში.