ამირან გამყრელიძე:
"ამ დროს ჩემი ცხოვრება გაჩერდა. ჩემი შვილი, საცოლესთან ერთად, ავარიაში მოჰყვა. ორი დღით ადრე ჩვენთან იყვნენ, როცა ოჯახს თავიანთი მიზნები გაუმხილეს, გადაწყდა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. ორ კვირაში ნიშნობა უნდა ჰქონოდათ, შემდეგ კიდევ ორ კვირაში ქორწილი,
იქიდან მოდიოდნენ, როდესაც ეს მძიმე ავარია მოხდა. ამან ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი დამღა დაასვა. ვცდილობ, რომ ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ტვირთი იყოს.
ჩვენ, ორი ოჯახი ისეთივე ერთიანები ვართ, როგორც მძახლები არიან. სამწუხაროდ, ქორწილი ვერ მოესწრო, ისინი ერთად არიან დაკრძალული, ჩვენ ორი ოჯახი - გამყრელიძეებისა და ტუღუშების, ერთიანი ოჯახია. ერთ-ერთი ყველაზე ნათესაური კავშირი დღემდე ამ ოჯახთან მაქვს.
განაგრძეთ კითხვა