არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საუბარია 9 და 12 წლის გოგონებზე, რომლებიც ცოლთან კონფლიქტის შემდეგ მამამ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადაიყვანა. აღმოჩნდა, რომ 40 წლის მამაკაცი ცოლზეც მუდმივად ძალადობდა. საქმეში კიდევ ერთი მამაკაცი ფიგურირებს, რომელიც ასევე სექსუალური ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. გოგონები თავშესაფარში არიან გადაყვანილი და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ხანგრძლივი დროით იყვნენ პედოფილიის მსხვერპლნი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 137- ე (ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურება) და 140- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. იხილეთ ვიდეო