მომღერალი და ტელეწამყვანი თემო საჯაიასა და მოდელისა და ტელეწამყვანის მარიტა ჯანაშიას სიყვარულის ამბავი ფაქტობრივად მაყურებლების თვალწინ განვითარდა. თემომ მარიტას "პოს-ტივის" ეთერში, გადაცემის წაყვანისას სთხოვა ხელი. მერე წყვილმა იქორწინა და ახლა პატარა ბექას ზრდიან.
საყვარელ მეუღლეს თემომ ემოციური და ძალიან ლამაზი სიმღერა მიუძღვნა, რომლის მუსიკისა და ტექსტის ავტორიც თავად არის. "მარიტას" - ასე ჰქვია კლიპს, რომელიც გუშინ გამოჩნდა იუთუბზე.