თუ თქვენს პატარას ალერგია აწუხებს, იცოდეთ, რომ ერთეული გამონაკლისი არ ხართ. ალერგიული დაავადებები მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვნად მატულობს. დღეისთვის მსოფლიო მოსახლეობის 30%-40% ალერგიულია სხვადასხვა გამღიზიანებლების მიმართ. ალერგიული რეაქცია თავს იჩენს სხვადასხვა სიმპტომით: ქავილი, გამონაყარი, სურდო, თვალების გაწითლება, შეშუპება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და სხვა. ალერგია ვლინდება სხვადასხვა დავაადების სახით: ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, ასთმა, ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და ანაფილაქსიური შოკი.
ატოპიურ დერმატიტზე უფრო დეტალურად ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბიძინა კულუმბეგოვი გვესაუბრება.
ატოპიური დერმატიტი ეს არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება - რომელიც გამოიხატება კანის სიმშრალით, ქავილით, სიწითლით. დაავადებას ახასიათებს სიმპტომების პერიოდული გამწვავება.
ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რომ კვებითი ან კონტაქური ალერგია ამ შემთხვევაში არის მდგომარეობის გამამწვავებელი და არა - გამომწვევი.
ყოველ მათგანს განსხვავებული ნიშნები და ლოკალიზაცია ახასიათებს.
ახალშობილთა ფორმის დროს პროცესი ძირითადად ლოკალიზებულია სახის და თავის არეში _ აღინიშნება ლოყების სიმშრალე, აქერცვლა, ჰიპერემია, თავის არეში გნეისი (ქერქები). შესაძლოა კანის სიმშრალე და ჰიპერემია გამოხატული იყოს კიდურების გამშლელ ზედაპირებსა და სხეულზე. დაავადების გამწვავება ხშირად ვლინდება დამატებითი კვების დაწყებისას.
ბავშვთა ფორმას (2-12 წელი) ახასიათებს პროცესის ლოკალიზაცია უპირატესად კიდურების მომხრელი ზედაპირის კანზე, ყელზე, იდაყვის და მუხლის ფოსოებში და მტევნის ზურგზე.
შემთხვევათა 90 -93%-ში დაავადება 12 -13 წლის ასაკამდე უკუგანვითარდება და მხოლოდ 7-8% გადადის მოზრდილთა დერმატიტში. ამ შემთხვევაში მისი მართვა მთელი ცხოვრების განმავლობაშია საჭირო.
მედიკამენტური მკურნალობა ინიშნება მხოლოდ გამწვავებების დროს და მიმართულია გამოხატული სიმპტომების საწინააღმდეგოდ. თუ პაციენტს აღენიშნება ქავილი, გამოიყენება პირველი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც თრგუნავენ ქავილს. ადგილობრივი ჰორმონალური, იგივე სტეროიდული კრემები და მალამოები ან სტეროიდის ძალის არაჰორმონული კრემები (მალამოები) გამოიყენება მხოლოდ გამწვავების დროს გარკვეულ უბნებზე ხანმოკლე დროით. მათი არჩევა და დოზირება უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ.
ასევე კვლევებით არის დადასტურებული, რომ ატოპიური დერმატიტის განვითარების რისკის მქონე ბავშვებში კანის სრულფასოვანი დატენიანების ადრეული დაწყება ხელს მის განვითარების.
ჩვენს ბაზარზე არის ამ საშუალებების დიდი არჩევანი, მაგრამ მათ შორისაც საჭიროა სწორი არჩევანის გაკეთება. მოვლის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით, ბოლო პერიოდში ერთი სასიამოვნო სიახლე გვქონდა. ეს არის ბრენდი „სეტაფილი“, რომელსაც აქვს 70-წლიანი გამოცდილება კანის მოვლის საშუალებების შექმნაში და ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. „სეტაფილის“ მწარმოებელი კომპანია „გალდერმა“ მსოფლიო ლიდერია დერმატოლოგიური პრეპარატების და მოვლის საშუალებების შექმნაში. ბრენდს აქვს სპეციალური ხაზი - Cetaphil Pro Eczema შექმნილი ატოპიისადმი მიდრეკილი კანის მოსავლელად. ის აერთიანებს ორ პროდუქტს: Cetaphil Pro Eczema ტანის დასაბანი საშუალება და Cetaphil Pro Eczema დამატენიანებელი ლოსიონი. იგი განსხვავდება სხვა მსგავსი პროდუქტებისგან იმით, რომ მის შემადგენლობაში, გარდა დამატენიანებელი ინგრედიენტებისა, შედის ცილა ფილაგრინის შემადგენელი ნივთიერებები. ეს სწორედ ის ცილაა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანში წყლის შეკავებაზე და კანის დატენიანებაზე. ასევე შეიცავს ხელოვნურ კერამიდებს. სწორედ მათი საშუალებით Cetaphil Pro Eczema ხელს უწყობს კანის უჯრედების და ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ჰიდრატაციის გაუმჯობესებას. პროდუქტები გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში მნიშვნელოვნად ამცირებს ქავილსა და სიწითლეს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ამ გავრცელებულ პრობლემასთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გამწვავებების სწორი მკურნალობა, რომელიც აუცილებლად უნდა მართოს სპეციალისტმა, ისე კანის სრულფასოვანი მოვლა და დატენიანება. კანის მოვლის დროს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ხარისხიანი პროდუქცია როგორც დასაბანად, ასევე დასატენიანებლად, რომელიც გააუმჯობებესებს კანის მდგომარეობას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გამწვავების სიხშირეს და ინტენსივობას.