1. კითხვის რიტუალი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვის განსაკუთრებულ მოგონებებშიც არ ურევია ერთი მოგონება მაინც იმაზე, თუ როგორ უკითხავდა მას წიგნს ოჯახის რომელიმე წევრი ბავშვობაში. თუ ყოველდღიურად, ბავშვისთვის წიგნის წასაკითხად თუნდაც ნახევარ საათს გამოყოფთ, მას არა მარტო კითხვას შეაყვარებთ, არამედ საუკეთესო მოგონებებსაც აჩუქებთ. ყოველ საღამოს, ვახშმის შემდეგ, ან ძილის წინ, ბავშვისთვის წიგნის კითხვა საყვარელ რიტუალად იქცევა.
2. წიგნი როგორც სიურპრიზი

პერიოდულად, სამსახურიდან სახლში დაბრუნებისას, მშობლებს შვილებისთვის სიურპრიზი მოაქვთ - ტკბილეული, პატარა სათამაშოები... ასეთი სიურპრიზი შეიძლება წიგნიც გახდეს და ეს ერთგვარ ტრადიციად იქცეს. სასიამოვნო სიახლე, რომელიც ამ იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ, - ლიტერატურული ყუთი „ლიტბოქსია“, რომლის საიტიდან გამოწერის შემდეგ, ყოველთვე, სახლში მიიღებთ ყუთს, სადაც მოთავსებული იქნება ორი წიგნი და სხვადასხვა საჩუქრები. ამისათვის, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ litbox.ge-ზე,
თქვენი პატარასთვის წიგნებს ე.წ. „მრჩევლები“ აარჩევენ, რომლებიც ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები არიან. მრჩევლები უზრუნველყოფენ, რომ წიგნები არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლოც იყოს. მაქსიმალურად მოერგოს პატარა (თუ დიდი) მკითხველის მოთხოვნილებებს და ადრესატზე მაქსიმალური ეფექტი და შთაბეჭდილება მოახდინონ.
3. მიჰყევით ბავშვის ინტერესებს
ნუ მოახვევთ თავზე ბავშვს საკუთარ აზრებს, შეარჩიეთ ისეთი წიგნები, რომლებიც აინტერესებს მას და არა თქვენ გინდათ, რომ წაიკითხოს. ზღაპრები უყვარს? - უყიდეთ ზღაპრები! მომავალ ბიოლოგს ზრდით? - უყიდეთ წიგნები დინოზავრებზე, მწერებზე და ცხოველების ევოლუციებზე. ტექნიკა მოწონს? - შეარჩიეთ წიგნები რობოტებზე და მანქანებზე. მხატვრული ლიტერატურისთვის ის აუცილებლად გაიზრდება!
4. წვდომა საბავშვო წიგნების თაროზე

კარგი იქნება, თუ საბავშო წიგნებს ღია თაროზე, მის ოთახში, ან ნებისმიერ ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას მოათავსებთ. ადრეულ ასაკში, თაროზე დააწვეთ სქელი მუყაოს ან ნაჭრის წიგნები (ასაკის შესაბამისად); ზღაპრები და საბავშვო ლექსები. ბავშვის ზრდასთან ერთად ცვალეთ წიგნებიც მის თაროზე. მთავარია რომ ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს.
5. განიხილეთ მასთან ერთად წაკითხული წიგნები
გამოიყენეთ ეს მომენტი, რომ ბავშვს წაკითხულ წიგნებზე ესაუბროთ. შეგიძლიათ მოიფიქროთ წიგნის მიხედვით სახალისო თამაშები. მაგალითად, მოიფიქროთ რიგრიგობით ალტერნატიული დასასრული. ამით ბავშვს დაეხმარებით საჭირო უნარების განვითარებაში. ის ადრეული ასაკიდანვე ისწავლის წაკითხულიდან აზრის გამოტანას.
მთავარია, მოთმინებით აღიჭურვოთ და არ ჩავარდეთ პანიკაში, თუ ბავშვი წიგნების მიმართ არ გამოხატავს ინტერესს. სწორი მიდგომით აუცილებლად მიაღწევთ მიზანს!