"ტყუპზე ყოფილა ორსულად, მაგრამ აბორტზე მაინც ვერ თქვა უარი... ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში გარდაიცვალა" - პეტრე კოლხი სულისშემძვრელ ამბავზე წერს
"ტყუპზე ყოფილა ორსულად, მაგრამ აბორტზე მაინც ვერ თქვა უარი... ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში გარდაიცვალა" - პეტრე კოლხი სულისშემძვრელ ამბავზე წერს


პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ ამბავზე წერს:
"ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. გარშემო სიკეთეს და მშვენიერებას ასხივებდა.
იმ წელს ჩააბარა უნივერსიტეტში, მე რომ გავიცანი. მასზე ალბათ ოთხი წლით პატარა ვიქნებოდი.
ვაკვირდებოდი, თუ სახლში ადრიანად დაბრუნდებოდა, სადარბაზოსთან ვხვდებოდი და პურის საყიდლად, ან უბრალოდ სასეირნოდ გავიდოდით. არაფერი ხდებოდა, უბრალოდ მოწმონდა, რომ ასეთი ლამაზი იყო და ხმაც ისეთი ხავერდოვანი ჰქონდა, ოღონდ ესაუბრა და არც იმას ფიქრობდი, საინტერესო იქნებოდა, თუ არა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება უხაროდა, თან უკვე სტუდენტი იყო და გრძნობდა, რაღაც ახალი გამოწვევები დაიწყებოდა.
მეც იშვიათად ვნახულობდი. ნახევარი წელი ისე გავიდა, ერთმანეთს შორიდან ვესალმებოდით. ზამთრის არდადეგები სოფელში გაატარა.
წლის ბოლოს უფრო ლამაზი და ხასიათითაც შეცვლილი მეჩვენა. არ უთქვამს, მაგრამ ისედაც მიხვდებოდი, რომ შეყვარებული იყო. ნაბიჯებს ისე დგამდა, იტყოდი, დაფრინავსო.
დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მეორე კურსზე წარმატებით გადავიდა. ადრიანი შემოდგომა იდგა, აივანზე ვიდექი, ამომძახა, ჩამო, პურის საყიდლად გამყევიო. გამიხარდა და კიბეებს გადავაფრინდი.
მოწყენილი და სევდიანი მეჩვენა. პურზე შევიარეთ, მერე ქუჩას ავუყევით და წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ ავიღეთ გეზი. დიდად არც უსაუბრია, ცრემლი მოერია და მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, რაღაც გიჭირს, იქნებ შევძლო დახმარებთქო.
შეყვარებულთან პრობლემები მაქვსო, მოკლედ მომიჭრა და სახლში მივბრუნდით.
ვინერვიულე, განვიცადე, იმ ღამეს თითქმის არ მიძინია.
საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა,
ორსულად იყო, ბიჭმა უთხრა, ოჯახს ჯერ ვერ შევქმნით, თავის რჩენა გაგვიჭირდება, იქნებ აბორტი გაიკეთოო.
ბევრი კამათის მიუხედავად, ბიჭმა თავისი გაიტანა და აბორტის გასაკეთებელი ფულით გაისტუმრა.
გოგონას მეგობარმა შესთავაზა, ექიმთან ვერ მივალთ, იქნებ "გაგიბაზრდეს”, ექიმბაშთან მისვლა სჯობსო.
ტყუპებზე ყოფილა ორსულად, მაგრამ აბორტზე მაინც ვერ თქვა უარი, ბიჭი სახლში ვერ წაიყვანდა, აღარც მშობლები მიიღებდნენ.
არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ვხედავდი, რომ ძალიან ფერმკრთალი იყო.
აღმოჩნდა, რომ ნაყოფის მოშორება არასწორად მოხდა.
ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა.
იმ წამს ყველაფერი შემძულდა. ტყუპებმა დედა თან გაიყოლეს!..".
11015
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თამთა
0
რა სამწუხარო რეალობაა
00:15 / 29-12-2021
ძველი ამბავია იმედია.ახლაც ხდება იატაკქვეშა აბორტები?
4
ტყუპებმა კი არა ქართლმა.მენტალტეტმა გაიყოლეს ანუ გაისტუმრეს იმ ქვეყნად... არც ძაან აშვება ვარგა და არც გაფანატებულო ქალიშვილობა.თუ ქორწინებამდე დაორსულდა ქალი არ უნდა იყუოს ეს სამყაროს და სიცოცხლის დასასრული ქალისთვის,ბიჭმაც უნდა იხალოს თავში ქვა და მიხედოს.ქალზე ტყდება ჯოხი ყოველთვის.
04:58 / 15-12-2021
მსგავსი სიახლეები