ისინი ერთადერთი დები არიან ისტორიაში, რომლებსაც ერთდროულად აქვთ 4 ოლიმპიური ოქროს მედალი, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. 15-ჯერ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი და რამდენიმე მსოფლიო რეკორდი.
ყველაზე ტიტულოვანი ტირუნეშ დიბაბაა (ფოტოზე ცენტრში ზის). ახლა ის 36 წლისაა, ეს ფოტო კი 7 წლის წინაა გადაღებული. ის მძლეოსანია და ასევე, სპეციალიზირებულია შორ მანძილზე სირბილში. სამი ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს 10 000 მეტრსა და 5000 მეტრ დისტანციაზე. 2015 წელს ქალმა შვილი გააჩინა და შესვენების აღებამ მოუწია.
გასაოცარია ისიც, რომ ტირუნეშმა მძლეოსნობა 14 წლის ასაკში დაიწყო! ითვლება, რომ სპორტსმენისთვის ეს ასაკი უკვე დაგვიანებულია, მაგრამ გოგონამ მთავარ მიზნად ოლიმპიური ოქროს მოპოვება დაისახა. გენეტიკის გარდა, გეოგრაფიამაც დიდად შეუწყო მათ წარმატებას ხელი. დები მაღალმთიან რაიონში დაიბადნენ, ბავშვობაში ხშირად დადიოდნენ მთებში, სადაც გაკაჟებისთვის შესანიშნავი პირობები იყო.
დანარჩენი გოგონებიც დიდ დისტანციაზე ასპარეზობენ - 1500 კმ-დან მარათონულ დისტანციამდე.