მას შემდეგ, რაც ქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე გახსნა, მისმა მეუღლემ ანუკი არეშიძემ სახლშიც გადაწყვიტა ამ საახალწლო ატრიბუტით ბავშვების გახარება და თაყვანისმცემლებისთვის ვიდეოც გადაიღო, თუ როგორ აწყობს შვილებთან ერთად ნაძვის ხეებს.
როგორც აღმოჩნდა, ანუკისთვის შაბათ-კვირა წმიდათა წმიდა დღე ყოფილა, როცა არ გადის სახლიდან, მთელ დროს უთმობს ბავშვებს, მათთვის ამზადებს სადილსა თუ ნუგბარს და მათთან ერთად ერთობა.
4 შვილის დედა საკუთარი სახლის ეზოში და შიდა სივრცეში რამდენიმე ნაძვს რთავს. თან ვიდეოში საოჯახო ალბომსაც გვიზიარებს და ფოტოების ისტორიას ყვება.
შესაძლოა ბევრს გაუკვირდეს, როცა ნახავს, თუ როგორ აწებებს თავის ხელით თბილისის პირველი ლედი ბავშვების მიერ დაზიანებულ საახალწლო დეკორაციებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, თუ რამე მოგწონს და გიყვარს მას განსაკუთრებულად უფრთხილდები.
თუ როგორ სახლში ცხოვრობს ანუკი და კახა ამას ვიდეოში იხილავთ
თეკლა ჟვანია