წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეები 17-19 დეკემბერს გაიმართება. წიგნის ფესტივალი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებას.
წიგნის ფესტივალს ტრადიციულად უერთდება გამომცელობა „პალიტრა L“, რომელიც ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში დაიკავებს ადგილს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, მათს სივრცეში მისულ სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის გამოცემული წიგნები, 20-დან 70%-მდე ფასდაკლება და უამრავი სიურპრიზი ელით: „ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ველოდებით თბილისის წინასაახალწლო წიგნის დღეებზე გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სტენდთან, სადაც დაგხვდებათ უამრავი წიგნი, აქსესუარი და საოცარი საჩუქრები ყველა შენაძენზე,“ - აცხადებენ გამომცემლობაში.
კითხვის მოყვარულებს წიგნის ფესტივალი ყველაზე მეტად სიახლეების და ფასდაკლებების გამო უყვართ, რომლებსაც სხვადასხვა გამომცემლობა მკითხველს ახვედრებს. „პალიტრა L“-ის სტენდებთან მისულ სტუმრებს ბევრი სიახლე და ფასდაკლება დახვდებათ ყველაზე მოთხოვნადი სერიების წიგნებზე.
იხილეთ კატალოგი:
ამდენად, სასურველ წიგნებს ყველა ასაკისა თუ ინტერესის მკითხველი შეარჩევს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის! ფესტივალზე მისულ სტუმრებს გამომცემლობა „პალიტრა L“ დიდი ფასდაკლებების გარდა საყვარელ ავტორებთან შეხვედრასაც სთავაზობს. მე-11 პავილიონის გვერდით, ღია სივრცეში ყოველდღიურად მოეწყობა პრეზენტაციები, სადაც ცნობილი ქართველი ავტორები გამომცემლობა „პალიტრა L“-ის უახლეს წიგნებს წარადგენენ.
პრეზენტაციების გრაფიკი ასეთია:
18 დეკემბერს, 12:30 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში „წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში გაიმართება პროექტი „ლურჯი ოკეანის“ პრეზენტაცია - „ადამიანი და ასტროლოგია“
მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური ისაუბრებს წიგნზე „წარმატების 365 გასაღები“
18 დეკემბერს, 14:30 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში „წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღეების“ ფარგლებში გაიმართება გიორგი ხარაიშვილის სადებიუტო წიგნის „ბნელია გზა - პირველყოფილი წყვდიადი“ პრეზენტაცია.
18 დეკემბერს, 16:00 საათზე „წინასაახალწლო თბილისის წიგნის დღების“ ფარგლებში ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება ვასო გულეურის წიგნის „თოვლის გუნდა და სხვა მოთხრობები“ პრეზენტაცია.
სპიკერები: ვასო გულეური და ლელა ცუცქირიძე
გელოდებით ყველას, განსაკუთრებით მშობლებსა და პატარებს.
R