მაკა ბულეიშვილი: „წყვილი, რომელიც შვილის ყოლას გეგმავს, 2-3 თვით ადრე უნდა აიცრას“
მაკა ბულეიშვილი: „წყვილი, რომელიც შვილის ყოლას გეგმავს, 2-3 თვით ადრე უნდა აიცრას“
ორსულობის რომელ ეტაპზე არის უმჯობესი ვაქცინაცია და რა უნდა გაითვალისწინონ წყვილებმა, როდესაც შვილის ყოლას გეგმავენ. პროფესორი, თერაპევტი, აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში - „სტუმრად ექიმთან" განმარტავს, რომ ორსულობის პირველ კვირებში, ვაქცინაციამდე, საჭიროა, ორსულის ზოგადი მდგომარეობაც შეფასდეს და ამის შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის შესახებ.
მედიკოსი ასევე აცხადებს, რომ წყვილი, რომელიც ბავშვის გაჩენას გეგმავს, რამდენიმე თვით ადრე უნდა აიცრას.

mshoblebi

„ორსულობის პირველივე კვირების პერიოდში უნდა შეფასდეს ზოგადი მდგომარეობა. ეს ყველაფერი უნდა შეაფასოს მისმა გინეკოლოგმა და შეფასების შედეგად გადაწყდება. ზოგადად, ჯობია
ნაყოფი მოძლიერებული იყოს და შემდგომში იყოს აცრა. იყო შემთხვევები, როდესაც ფეხმძიმეები ვაქცინაციის პროცესში მე-6, მე-7 თვეში ჩაერთნენ.
თუკი წყვილი გეგმავს, უახლოეს პერიოდში მოხდეს განაყოფიერება, საამისოდ უმჯობესია ვაცქინაციის პროცესში არა წინა დღეს ჩართვა, არამედ თუნდაც - ორი - სამი თვით ადრე. შემდგომში უკვე განაყოფიერება შესაძლებელია თამამად, გამომუშავებული იმუნიტეტით",- განმარტავს მაკა ბულეიშვილი.


197
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები