13-14 წლის გოგონების ორსულობა ექსკურსიის შემდეგ გამოაშკარავდა სასკოლო ექსკურსიები, წესით, საინტერესო და შემეცნებითი ღონისძიება უნდა იყოს, რომელიც ბავშვების დამეგობრებას უწყობს ხოლმე ხელს. სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება. მაგალითად, სასკოლო ექსკურსია, რომელზეც ახლა გიამბობთ, ნამდვილი კატასტროფით დასრულდა.
ბოსნიის ქალაქ ბანჯა ლუკას სკოლამ 5-დღიანი ექსკურსია მოაწყო სარაევოში, 13-14 წლის მოსწავლეებისთვის. სულ 28 გოგონა წაიყვანეს დედაქალაქში კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. თუმცა ვერც სკოლის ადმინისტრაცია და ვერც გოგონების მშობლები ვერ წარმოიდგენდნენ, რა შედეგებს გამოიღებდა ეს ვიზიტი. გარკვეული დროის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შვიდი მოსწავლე სწორედ იმ ექსკურსიის დროს დაორსულდა. ძნელი დასადგენია, ვინ არის დამნაშავე – მასწავლებლები, რომლებმაც თვალი ვერ მიადევნეს ბავშვებს, თუ მშობლები, რომლებმაც სათანადო დარიგებები და აღზრდა არ მისცეს გოგონებს.
ასევე იხილეთ: არასრულწლოვანი დედებისა და ნაადრევი აბორტების საგანგაშო სტატისტიკა
ამ ბავშვმა თავის დროზე მსოფლიო გააოგნა - 5 წლის ორსული გოგონა