საჯარო კომენტარს არც ერთი არ აკეთებს. ლეფსის ყოფილი ცოლი ცოტა ხნის წინ მალდივებზე წავიდა - როგორც ჩანს, იქ ებრძვის განქორწინების სტრესს.
ეს ქორწინება გრიგორისთვის მეორე იყო. მათ ერთმანეთი ლაიმა ვაიკულეს დაბადების დღეზე გაიცნეს

წყვილს სამი შვილი შეეძინა - ორი გოგონა და ერთი ვაჟი.

ლეფსს ასევე ჰყავს უფროსი ქალიშვილი, 36 წლის ინგა, სვეტლანა დუბინსკისთან ქორწინებიდან.
მომღერალს საკმაო პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან დაკავშირებით და შესაძლოა, განქორწინების მიზეზიც ეს იყოს.
გრიგორი ლეფსის (გრიგოლ ლეფსვერიძის) მდიდრული ვილა და ხატებით სავსე ბინა მოსკოვში