დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ რუსული ესტრადის 59 წლის ვარსკვლავი გრიგორი ლეფსი (რომლის ნამდვილი გვარი ლეფსვერიძეა) 49 წლის ცოლს - ანა შაპლიკოვას 20-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა. გაყრის ინიციატორი შაპლიკოვაა, მიზეზად „ურთიერთობებში კრიზისი“ დასახელდა. განქორწინება მშვიდობიანი იქნება - ლეფსი და შაპლიკოვა მეგობრებად დარჩებიან და ქონებასაც არ გაიყოფენ.
საჯარო კომენტარს არც ერთი არ აკეთებს. ლეფსის ყოფილი ცოლი ცოტა ხნის წინ მალდივებზე წავიდა - როგორც ჩანს, იქ ებრძვის განქორწინების სტრესს.
ეს ქორწინება გრიგორისთვის მეორე იყო. მათ ერთმანეთი ლაიმა ვაიკულეს დაბადების დღეზე გაიცნეს 2000 წელს - ანა ვაიკულეს შოუ-ბალეტის მოცეკვავე იყო. გაცნობის მომენტში ანა 29 წლის გახლდათ, გრიგორი - 39-ის.
წყვილს სამი შვილი შეეძინა - ორი გოგონა და ერთი ვაჟი.
ლეფსს ასევე ჰყავს უფროსი ქალიშვილი, 36 წლის ინგა, სვეტლანა დუბინსკისთან ქორწინებიდან.
მომღერალს საკმაო პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან დაკავშირებით და შესაძლოა, განქორწინების მიზეზიც ეს იყოს.
გრიგორი ლეფსის (გრიგოლ ლეფსვერიძის) მდიდრული ვილა და ხატებით სავსე ბინა მოსკოვში