"მამაჩემი კანონიერი ქურდი იყო, თუმცა მკვლელი არ ყოფილა..." - ქეთა თოფურიას გულახდილი ინტერვიუ მამაზე, პლასტიკაზე და წინა ურთიერთობებზე
"მამაჩემი კანონიერი ქურდი იყო, თუმცა მკვლელი არ ყოფილა..." - ქეთა თოფურიას გულახდილი ინტერვიუ მამაზე, პლასტიკაზე და წინა ურთიერთობებზე
მომღერალი ქეთა თოფურია იუთუბ-გადაცემაში იყო სტუმრად, წამყვან ნადეჟდა სტრელეცთან და გულახდილად ისაუბრა ბევრ რამეზე - მამაზე, ყოფილ ურთიერთობებზე, პლასტიკაზე და ა.შ.

მოსკოვში ჩამოსვლა

მოსკოვში რომ ჩამოვედი, საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი რუსულად. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი. ა-სტუდიოს ბიჭები ძალიან მეხმარებოდნენ, მისწორებდნენ შეცდომებს, აქცენტს... თუმცა ის ჩვევა, რომ ასოებს ვყლაპავ, მაინც ჩემი ჩვევაა, ჩემი ქარიზმაა და ეს დარჩა ისევ, მათაც თავი დამანებეს...
ჩემი საყვარელი შემსრულებელი სტივი უანდერია, ბავშვობიდან ვგიჟდები მასზე. დღემდე არ ვყოფილვარ მის კონცერტზე და ეს ჩემი ოცნებაა.
ბავშვობიდან ვმღერი, 7 წლიდან,
საქართველოში უკვე თინეიჯერობიდან ვიყავი ცნობილი, ამიტომ რუსეთში თავს დატრიალებული ეს პოპულარობა და წარმატება - საუკეთესო ჯგუფში, ალა პუგაჩოვას მხარდაჭერით და ა.შ., თავში არ ამივარდა.
mshoblebi
მაშინ ხმებიც დადიოდა, თითქოს მამაჩემი დამეხმარა... სინამდვილეში, ა-სტუდიოს ბიჭები რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში, კონცერტები ჰქონდათ. ქართველმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ჩამოიყვანა. როცა სოლისტი დასჭირდათ, ნატოს დაურეკეს. ოღონდ, ერჩივნათ ბიჭი მომღერალი... თუმცა ნატო დაფიქრდა და მაშინვე მე გავახსენდი. მე ვმღეროდი ქართულად ა-სტუდიოს ცნობილ სიმღერას. გაუგზავნა ჩემი სიმღერა. მამა უკვე აქ ცხოვრობდა, მე და დედა უკვე ვაპირებდით აქ ჩამოსვლას, სააკაშვილის პერიოდი იყო და ფაქტობრივად გამოვრბოდით. ჩავაბარე, უნდა მესწავლა ფსიქოლოგიურზე. თუმცა ვერ დავამთავრე საბოლოოდ ჩემი გრაფიკის გამო. ახლა საშუალო მუსიკალური განათლება მაქვს.

საყვარელი კერძები

ჩემი საყვარელი კერძი
არის აჭარული ხაჭაპური. მიყვარს ხინკალი, იმერული ხაჭაპური... სახლში სულ მაქვს ხაჭაპურიც და ხინკალიც. ამათ გარეშე არ შემიძლია. ტკბილი არ მიყვარს, მაგრამ როგორც ჩანს, ბავშვობიდან მიჩვეულია ჩემი ორგანიზმი და ცომეული არ მასუქებს. დედაც გამხდარი მყავს, მამაც ასეთი იყო... მოსკოვში რომ ჩამოვედი, ამბობდნენ, რომ პუტკუნა ვიყავი და მერე გავხდი. სინამდვილეში, უბრალოდ ლოყები მქონდა, ბუნებრივად, რაც მშობიარობის მერე გამიქრა.

ორსულობა-მშობიარობა

ორსულობის დროს არაფერზე ვამბობ უარს. ბოლოს 23 კილო მოვიმატე ორსულობისას, პირველი ორსულობისას - 17. ბოლოს ტკბილი ამიკრძალეს და ჩუმად ვიპარებოდი ოთახში და ნაყინს ვჭამდი. მშობიარობის შემდეგ ვიკლებდი ბევრი წყლის სმით, ვიღებდი კვებიდან ცომს და შაქარს, არ ვიღებდი შემწვრებს და ოლივიას დროს 4 თვეში დავიკელი. ადამზე - 7 თვეში დავიბრუნე წონა. სპორტი დიდად არ მიყვარს და გრაფიკიც ისეთი მაქვს, ვერ მივდევ სპორტს. ახლა ჩემი წონა მაქვს, 54 კილოგრამი და ყველაფერს ვჭამ. თუმცა, ბევრს არ ვჭამ. ყველაფერს ვჭამ, ოღონდ, ცოტას.
mshoblebi
ოლივიას ძუძუთი კვება ვცადე, თუმცა გამუდმებით მაღალი სიცხეები მქონდა, მასტიტი. მაინც ვითმენდი, მეგონა, გაივლიდა... ვითმინე ორი კვირა, 40 გრადუსი სიცხეებით და ცოტა მოგვარდა. მაშინ ამერიკაში მითხრეს, რომ ძალიან ბევრი რძე მქონდა და ვიწრო სადინრები. არ იყო სასურველი ძუძუთი კვება. მესამე კვირას ისევ 40 გრადუსზე ამიწია სიცხე და მერე უკვე დავნებდი. დავრწმუნდი, რომ საჩემო არ იყო...
სხვათა შორის, პირველი ამერიკაში გავაჩინე და მეორე - მოსკოვში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული სხვაობა იყო. აქაც შესანიშნავი დონეა, თუ ფასიან და კარგ განყოფილებაში მიდიხარ. უბრალოდ ჩვეულებრივ საავადმყოფოებში საშინელი პირობებია... დამოკიდებულებაა ცუდი. ამერიკაში მეორე დღეს გწერენ, მსუბუქად უყურებენ ყველაფერს.

მამა

მამაჩემი კანონიერი ქურდი იყო, დიახ... სუპერმამა იყო. 1990-იან წლებში საქართველოში ვცხოვრობდით. რთული პერიოდი იყო და ქუჩებში წესრიგს კანონიერი ქურდები ამყარებდნენ. ნარკოდამოკიდებული იყო... საქართველოში იმ წლებში ეს ნამდვილი დაავადება იყო. სააკაშვილის დროს მოსკოვში გადმოვიდა... მერე დაიჭირეს, იქ ინსულტი დაემართა, დაავადდა... ინტერნეტში რაც იწერება, არასწორია, თითქოს ის მკვლელი იყო. მოზარდობის დროს, ეზოში მოხვდა ჩხუბში, ალბათ 18-19 წლის იყო. ჩხუბის დროს ბიჭი მოკვდა. სხვები გაიქცნენ და მამაჩემი დარჩა. არ თქვა, ვინ გააკეთა ეს... და ის ამის გამო დააპატიმრეს, გაამართლეს კიდეც. თუმცა მაინც გაჩნდა ეს ფრაზა, რომ ის მკვლელობისთვის იჯდა.
mshoblebi
დედ-მამა

გარდასახვა

ჩემი გარდასახვა და მოდურ გოგონად ქცევა, უცებ მოხდა, როცა უკვე შემოქმედება დალაგდა და კარიერა თვითდინებას მიჰყვა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ქართველები ძალიან გემოვნებიანი ხალხია. მე სულ ვმეგობრობდი დიზაინერებთან - ბესარიონთან, არუთინოვთან. სულ ერთად ვიყავით და მივხვდით, რომ იმიჯზე უნდა გვეფიქრა, უნდა შეგვექმნა რაღაც მაგარი. მათ ჰქონდათ ასეთი იდეები, თამამი და შექმნიდნენ ამ თამამ სტილს და მე მას წარვადგენდი. მათთვისაც კარგი იყო და ჩემთვისაც. მერე რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მეც ვერკვეოდი ამაში და შემეძლო თავადაც შემექმნა და უკვე ჩემი ბრენდი შევქმენი. უკვე ბევრი წელია, ჩემით ვიმოსები, საკონცერტო და საყოველდღეო სამოსიც ძირითადად ჩემი საკუთარი ბრენდისაა.
mshoblebi
მე არასდროს ვმალავ ცვლილებას გარეგნობაში. თუმცა რა თქმა უნდა, ნამეტანია, როცა გაავრცელებენ ხოლმე ოდესმე სადმე გადაღებულ უიღბლო ფოტოს, სადაც საკუთარ თავს ისედაც არ ჰგავხარ. მე მაგალითად, მხოლოდ რინოპლასტიკა მაქვს გაკეთებული. ისიც არა სილამაზის გამო. საშინლად ვსუნთქავდი, ბოლოს უკვე მეკეტებოდა სასუნთქი გზები... ძგიდე მქონდა და წარმოიდგინეთ, "ტვიქსით" დამემართა. ბიძაშვილს ამოვატანინე მარკეტიდან, მან კი მესროლა, დაიჭირეო და ცხვირში მომხვდა ის გაყინული... მივედი ოპერაციაზე და არც ისე წარმატებით გამიკეთეს, არ იყო სწორად გაკეთებული ნაკერები. სწორედ ამიტომ დამჭირდა მერე სხვა ექიმთან მისვლა და რინოპლასტიკის გაკეთება.
mshoblebi

პირველი ქორწინება

პირველ მეუღლეს საერთო სამეგობროში შევხვდი. სუპერურთიერთობები გვქონდა. საერთო ინტერესები. თუმცა ცხოვრებაში ხდება ხოლმე... ის იქით წავიდა, მე აქ დავრჩი... სულ მეგონა, რომ ერთხელ გავთხოვდებოდი და სამუდამოდ, თუმცა ასე არ მოხდა. ჩვენ მეგობრებად დავრჩით. ის მშვენიერი მამაა.
გუფს რომ ვხვდებოდი, მე და ლევი დიდი ხნის დაშორებულები ვიყავით, თუმცა რატომღაც არ ვთქვით. არ მიყვარს აფიშირება და საკუთარ პირადზე საუბარი. ამიტომ არ გავაჟღერე ჩვენი განქორწინების ამბავიც. მანაც იცოდა ჩემი და გუფის ურთიერთობის შესახებ, ჩვენ ვმეგობრობდით და ყველაფერს ვუყვებოდით ერთმანეთს.
mshoblebi

გუფი

გუფი ამბობდა, რომ სამი წელი ვმალავდი და არ ვაცნობდი არავის... ის ყველას იცნობდა, დედაჩემის გარდა. გუფთან ურთიერთობაზე ლაპარაკი არ მინდა. დაე, მე ვიყო ცუდი. არ მინდა ეს პასუხები, შენიშვნები... ახლა გათხოვილი ვარ, შესანიშნავი ოჯახი მაქვს და არ მსურს ამაზე შეჩერება. ამ ამბავს სულ გვერდს ვუვლი. მგონია, რომ არც არის ეს ლამაზი, როცა მამაკაცი დადის და წინა ურთიერთობაზე ლაპარაკობს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მეგობრები ყველაფერს ხედავდნენ... მე ვეცადე მის გადარჩენას, მეგონა გადავარჩენდი და ის სხვანაირი გახდებოდა. თუმცა რომ გადავარჩინე, რომ დაამარცხა დამოკიდებულება, მივხვდი, ის ისეთივე დარჩა. მეგონა ის მომენტები, რაც არ მომწონდა, ამ ნარკოდამოკიდებულების ბრალი იყო, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. არ არის ცუდი ბიჭი, უბრალოდ ჩვენი გზები გაიყარა.
mshoblebi

მეორე ქმარი - ლევ დენგოვი

ლევთან დაბადების დღეზე ვიმღერე და მის ვაჟს მოუნდა ჩემთან ფოტოს გადაღება. ისე გამოვიდა, რომ მისი შვილი გახდა ჩვენი კუპიდონი. უკვე სამი წელია ერთად ვართ. ჩემთვის ის ნამდვილი მამაკაცია. საქმის და სიტყვის კაცია. შეუძლია გვერდზე დგომა, კარგისა და ცუდის გარჩევა, აქვს ფასეულობები, სწორი აღზრდა, შეუძლია საკუთარი თავის გაკონტროლება... ჩვენთვის ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. არადა, ამის არ მჯეროდა. დავინახე და თითქოს გამინათდა რაღაც. მალე ვიგრძენი, რომ ახლობელი სული იყო... მაშინ დავცილდით ერთმანეთს, მაგრამ შორიდან სულ ვსაუბრობდით - ტელეფონით, ღამეებს ვათენებდით. ვიგრძენით ბევრი საერთო რამ, ორივეს ზურგსუკან გვქონდა ქორწინება, განვლილი ცხოვრება და მივხვდით, რომ ოჯახური ურთიერთობა გვინდა მყარი, სტაბილური, ფასეული. მუსიკაც კი გვქონდა საერთო - მასაც სტივი უანდერი უყვარს და მსგავსი გემოვნება გვაქვს. ის ძალიან პოზიტიური და კარგი ადამიანია, ყველაში იწვევს პოზიტივს, გარეგნულადაც და შინაგანადაც... სულაც არ უნდოდა ეს საჯაროობა, რაც ჩემგან მიემატა. თუმცა ვასწავლე, რომ არ მიაქციოს ამას ყურადღება. ის ძალიან კარგი მამაა. პირველ ქორწინებაში ლეონიდი და შუშანა ჰყავს, მათთვისაც შესანიშნავი მამაა. ერთად დავდივართ დასასვენებლად. ყოველთვის მინდოდა დიდი ოჯახი... კიდევ მინდა შვილი - ბავშვობიდან ვოცნებოდიდ სამ შვილზე. თავად მარტო ვიყავი და ალბათ ამიტომ.
mshoblebi

16118
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ამსტრონგი13
4
თავში ავარდნილი ხალხი არიან ის სპეციალური დადგმული სცენაა... ისეთი წუწკები არიან ორი ღერი შეშა შეუნთიათ ბუხარში
05:54 / 20-12-2021
Provincieli
2
ცოტა,მოეშვით,რატომ იძაბებით,რა უბედურებაა,ამხელა ბოღმა და სიძულვილი,თქვენ თქვენს "სწორ "ფასეულობებს და ღირებულებებს მიხედეთ,რა უზნეობას,სხვისი ესე,უარგუმენროდ შეფასება,!?
20:34 / 18-12-2021
მსგავსი სიახლეები