"შაილოს მამა ენატრება და იმედი ჰქონდა, რომ საშობაოდ მაინც შეხვდებოდა ბრედს, თუმცა ანჯელინა კატეგორიული წინააღმდეგია"
"შაილოს მამა ენატრება და იმედი ჰქონდა, რომ საშობაოდ მაინც შეხვდებოდა ბრედს, თუმცა ანჯელინა კატეგორიული წინააღმდეგია"


ზამთრის დღესასწაულების სეზონი უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საშობაოდ და საახალწლოდ საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერებისა და სიხარულის გაზიარების ეტაპი დგება. როგორც გაირკვა, 15 წლის შაილოს მამა ძალიან ენატრება, თუმცა ანჯელინა ჯოლი მას ბრედ პიტთან შეხვედრის უფლებას არ აძლევს.

mshoblebi

უკვე ხუთი წელია ყოფილ მეუღლეებს შორის ბავშვების მეურვეობაზე დავა მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ 20 წლის მედოქსი სასამართლოზე მამის წინააღმდეგ წავიდა და ახლა ამის გამო პიტი სასოწარკვეთილია.

"ბრედი ყველაფერს აკეთებს, რომ ურთიერთობები დაალაგოს, მაგრამ მედოქსი და პაქსიც კი, მას ადანაშაულებენ, რომ ოჯახი
დაანგრია და მათგან გაიქცა." - ამბობენ ოჯახის ახლობლები.

mshoblebi
თუმცა, ანონიმური წყაროები ყვებიან, რომ მხოლოდ უფროს ქალიშვილს, შაილოს არ შეუქცევია მამისთვის ზურგი. ძალიან უნდა, მამასთან ერთად დროის გატარება, თუმცა დედა უფლებას არ აძლევს.

mshoblebi

"შაილო - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ერთადერთი შვილია, რომელიც მამას იცავს. ის ოცნებობს, რომ საშობაოდ მთელი ოჯახი შეიკრობოს და ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ამაზე მსჯელობაც კი არ მიმდინარეობს." - აღნიშნავენ ინსაიდერები.

mshoblebi
თუმცა, არც მსახიობი აპირებს ხელები ჩამოუშვას და დაელოდოს, როდის მოგვარდება ყველაფერი თავისით. ,,ბრედი იმედოვნებს, რომ ერთხელაც ის და ანჯელინა მოახერხებენ საუბარსა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას და ძალიან აღიზიანებს უკვე ეს სიტუაცია.“ - წერენ მედიაში.

546
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
XXX
0
რა კარგია, რომ დროზე მოეგო გონს შაილო და არ გახდა ბიჭი. ცოდო არ იყო ასეთი ლამაზი გოგოს "გარდაქმნა"?
16:23 / 17-12-2021
Nini
0
მამის ასლია მეილო. ულაზესია!
15:25 / 17-12-2021
მსგავსი სიახლეები