ზამთრის დღესასწაულების სეზონი უკვე დაწყებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საშობაოდ და საახალწლოდ საყვარელ ადამიანებთან ერთად ბედნიერებისა და სიხარულის გაზიარების ეტაპი დგება. როგორც გაირკვა, 15 წლის შაილოს მამა ძალიან ენატრება, თუმცა ანჯელინა ჯოლი მას ბრედ პიტთან შეხვედრის უფლებას არ აძლევს.
უკვე ხუთი წელია ყოფილ მეუღლეებს შორის ბავშვების მეურვეობაზე დავა მიმდინარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ 20 წლის მედოქსი სასამართლოზე მამის წინააღმდეგ წავიდა და ახლა ამის გამო პიტი სასოწარკვეთილია.
"ბრედი ყველაფერს აკეთებს, რომ ურთიერთობები დაალაგოს, მაგრამ მედოქსი და პაქსიც კი, მას ადანაშაულებენ, რომ ოჯახი დაანგრია და მათგან გაიქცა." - ამბობენ ოჯახის ახლობლები.
თუმცა, ანონიმური წყაროები ყვებიან, რომ მხოლოდ უფროს ქალიშვილს, შაილოს არ შეუქცევია მამისთვის ზურგი. ძალიან უნდა, მამასთან ერთად დროის გატარება, თუმცა დედა უფლებას არ აძლევს.
"შაილო - ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ერთადერთი შვილია, რომელიც მამას იცავს. ის ოცნებობს, რომ საშობაოდ მთელი ოჯახი შეიკრობოს და ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ამაზე მსჯელობაც კი არ მიმდინარეობს." - აღნიშნავენ ინსაიდერები.
თუმცა, არც მსახიობი აპირებს ხელები ჩამოუშვას და დაელოდოს, როდის მოგვარდება ყველაფერი თავისით. ,,ბრედი იმედოვნებს, რომ ერთხელაც ის და ანჯელინა მოახერხებენ საუბარსა და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას და ძალიან აღიზიანებს უკვე ეს სიტუაცია.“ - წერენ მედიაში.