პატარა ბიჭი სოფელ რუისიდან უკვე წლებია, რაც თავისი მიღწევებით სამშობლოს აოცებს. ალექსანდრე ზაზარაშვილის მორიგი წარმატების შესახებ საქართველოში 21 ოქტომბერს გავიგეთ. ბიჭი ამერიკული "ნიჭიერის“ ფინალისტია. ის ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში მოხვდა. ფინალური შოუ დღეს, 18 დეკემბერს გაიმართება და მთელი საქართველო უგულშემატკივრებს ალექსანდრეს, რომელმაც უკვე არაერთხელ გვასახელა.
ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული "ვოისი"- ს. მომღერლის დედა გულიკო ეგნატაშვილი ფინალის დღეს AMBEBI.GE-სთან შვილზე და ოჯახზე საუბრობს.
როგორ აატირა ვოკალის პედაგოგი ალექსანდრე ზაზარაშვილმა - ვიდეო, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა
- დიახ, ოჯახში მყავს ოთხი შვილობილი რომლებიც უკვე 10 წელია ჩემს ოჯახში იზრდებიან, ეს ალექსანდრეს დიდი სურვილი იყო. მონასტერში დავდიოდით და იქ ვნახეთ ერთი ბავშვი, რომელსაც მამაო ზრდიდა, მაშინ გადაწყვიტა ალექსანდრემ, რომ თუ ვინმე ერთ ბავშვს მაინც დასჭირდებოდა დახმარება, ჩვენც დავხმარებოდით. სოციალურ სააგენტოში განცხადება შევიტანეთ, საიდანაც მალევე მოვიდა პასუხი ოთხ დედმამიშვილს დროებით ესაჭიროებოდათ დახმარება და თავშესაფარი. თავიდან დავფიქრდი თუ როგორი რთული იქნებოდა სხვის შვილებზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მე და ალექსანდრემ მათი მდგომარეობა რომ ვნახეთ, დაუფიქრებლად წამოვიყვანეთ და უკვე ათი წელია ვზრდი. ბავშვებს ავადმყოფობის გამო, დედა მალე გარდაეცვალათ. ოთხივე დედას მეძახის, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ვერ ვარჩევ საკუთარი შვილების სიყვარულისგან, მე სულ მათ გვერდით ვარ. განაგრძეთ კითხვა