09:34 / 19-12-2021
ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული "ნიჭიერის“ გამარჯვებულია - დედის პირველი კომენტარი
15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული "ნიჭიერის“ გამარჯვებულია. 21 ნოემბერს ქართველი ბიჭი სოფელ რუისიდან "ოქროს ღილაკით“ პირდაპირ ფინალურ შოუში მოხვდა.
ფინალი საქართველოს დროით დილის 4:25 საათზე დაიწყო და 7:30 წუთზე დასრულდა.
გუშინ ambebi.ge-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა მომღერლის დედასთან, რომელიც მოუთმენლად ელოდებოდა შვილის წარმატებას. გამარჯვების შემდეგ, ქალბატონ გულიკო ეგნატაშვილს კომენტარზე დავუკავშირდით.
გულიკო ეგნატაშვილი:
- ლამის გული ამომვარდეს. ძალიან მინდა, ამ წუთებში ჩემ შვილს ჩავეხუტო და გულში ჩავიკრა. ადგილს ვერ ვპოულობ, მეორედ დავიბადე ამ ქვეყანაზე. უბედნიერესი ვარ და მინდა მეც ჩემი შვილის გვერდით ვიყო. გავიზიარო ეს სიხარული და ემოციები.